
დღეს დილით მუხიანში, დუმბაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს. გარდაცვლილს სხეულზე დამწვრობა აღენიშნებოდა და ჭრილობები ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული. გარდაცვლილი 64 წლის რამაზ ბასილაძე, რომელიც მუხიანში მე-4ბ მიკრორაიონის 42-ე კორპუსში ცხოვრობდა, იქ სადაც მისი ცხედარი ნახეს.
ambebi.ge-ს ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული, 45-წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავა და მიმდინარეობს მისი დაკითხვა. სანდო წყაროს ცნობით, მკვლელობის მოტივი ნარკოტიკებია.
საქმის პროკურორის ლევან ჟორჟოლაძის განცხადებით, ექსპერტიზა ჩატარდება და კითხვებს პასუხი გასეცემა.
"დაზიანებების რაოდენობა და გარდაცვალების მიზეზი დადგინდება და ამის შემდეგ იქნება პასუხი. დაიკითხება ყველა მოწმე, სად და როგორ აღმოაჩინეს [გარდაცვლილი]. ყველა დეტალი გაირკვევა. ყველა საჭირო მტკიცებულება, იარაღსაც ეძებს გამოძიება და ყველაფერს გააკეთებს რომ იპოვოს”, - განაცხადა ლევან ჟორჟოლაძემ.