რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები პრეზიდენტის განცხადებას პასუხობენ, სადაც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთში ცხოვრობს ჩვენი, დაახლოებით, ნახევარი მილიონი თანამემამულე და "ისინიც ნახევრად ქართველები, ნახევრად რუსები არიან".
"იძახიან საქართველოში და მესმის ესეც, რომ ნახევრად რუსები ხართ და .ა.შ. არა, ჩვენ ვართ სუფთა ქართველები. ისინიც, ვინც არიან შერეული ოჯახები, ისინიც ქართველობენ," - ამბობს სანქტ-პეტერბურგში ანსამბლ "სიხარულის" ხელმძღვანელი, სოფიკო ლიპარტელიანი.
ჰოლანდიის დიასპორის წამომადგენელმა, მარეხი ტოგონიძემ, თქვა, რომ განცხადება მისთვის დამამცირებელი იყო.
"ძალიან დამამცირებელია იმ თვალსაზრისით, რომ ნამდივლად არ ველოდით. ველოდით იმ შემართებას, რომ ჩვენთვის მოეწოდებინათ, ჩავებათ ამ ერთობლივ შრომაში. უნდა გავერთიანდეთ პირიქით, რომ მივიღოთ ის ჩვენი სასურველი კანდიდატის სტატუსი," - ამბობს მარეხი ტოგონიძე.