
რუსთავში, ცურტაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს „ტოიოტას" მარკის ტაქსი და „ლექსუსის" მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად 4 პირი დაშავდა, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა კლინიკებში გადაიყვანეს.
ახლაგაზრდა მამაკაცი კლინიკა „რუსთავში" მოათავსეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს ორი 2 ახალგაზრდა ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი.
სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელის, თეა გელაშვილის თქმით, ისინი უკვე ბინაზე გაეწერნენ.
„ჩვენს კლინიკაში შემოყვანილი იქნა 2 ქალი და 3 წლის ბავშვი. მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, არ ჰქონიათ არანაირი სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები და სამივე მათგანი გაეწერა ბინაზე", - აცხადებს თეა გელაშვილი.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპოლიციო ეკიპაჟები.
წყარო: ინფო რუსთავი