რეზონანსი
07.06.2023

მთავარი პრობლემა, რაც უკლებლივ მთლიან ოპოზიციას აქვს, ეს არის, რომ მათთვის ეროვნული ინტერესი არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს, კოლექტიური ოპოზიცია ის ძალა არის, რომელსაც თუ დააკვირდებით, დიდი ხანია, საკუთარი ლექსიკონიდან ამოგდებული აქვთ სიტყვები - სამშობლო, პატრიოტიზმი და ა.შ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები გლობალური ტერმინებით ოპერირებენ სწორედ იმიტომ, რომ გაცნობიერებული არ აქვთ ეროვნული ინტერესის მნიშვნელობა.

„ეს პოლიტიკური ძალები არიან მარგინალები, მათი მხარდაჭერა ორი-სამი პროცენტის ფარგლებში მერყეობს. აქედან გამომდინარე, პრობლემაა არა იმაში, სად გაერთიანდებიან, რომელ ადგილზე შეიკრიბებიან, ვინ შეიკრიბება, არამედ რა იქნება მათ პოლიტიკურ ფილოსოფიაში, რომელიც აცდენილია ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესს. ამიტომ წარმოუდგენელია, რაიმე წარმატების ფორმულა შექმნან, ვიდრე გამიჯნული იქნებიან ქართველი ხალხისგან, მანამდე გამიჯნული იქნებიან ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან. რა თქმა უნდა, რთულია რაიმე წარმატება ჰქონდეთ, რომ რაიმე წარმატებას მიაღწევენ. შეუძლებელია, საქართველოში ხელისუფლებაში არაპატრიოტული ძალები მოვიდნენ. დღეს ოპოზიცია გამორჩეულია სწორედ იმით, რომ ისინი აბსოლუტურად აცდენილი არიან ეროვნულ ინტერესებს, პატრიოტიზმს, ქართველი ხალხის ინტერესებს. ამიტომ სულერთია, რა ფორმით იქნება გაერთიანება, ეს იქნება ერთადერთი მარგინალური გაერთიანება, რომელიც იქნება მარგინალური ცენტრი. ეს არის პრობლემა. ყველანაირი შესაკრებლებით - ვინმეს დამატებას, გამოკლებას, გადანაცვლებას საერთო ჯამამდე მოვყავართ, რაც არის ის, რომ ოპოზიცია მანამდე მარგინალური იქნება, სანამ მათთვის ეროვნული ინტერესი ღირებულება არ იქნება", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×