რეზონანსი
26.03.2024

32-ე სკოლაში "წიწაკის სპრეის“ გაშვების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. დირექტორი და რამდენიმე პედაგოგი გამოკითხვაზე იმყოფებიან. საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აღდგა - იქამდე ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები იყო მობილიზებული. საქმე იმაშია რომ სკოლის შენობაში წიწაკის სპრეი გაუშვეს.

მე-11 კლასელი, რომელმაც სავარაუდოდ ეს გააკეთა, პოლიციამ მშობლების თანდასწრებით სკოლაშივე უკვე გამოჰკითხა. შემთხვევის შედეგად, ხუთი მოსწავლის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.

თბილისის 32-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ნინო კაშიას განცხადებით, წიწაკის სპრეი სკოლაში მე-11 კლასელმა გაუშვა.

"დილის ცვლის მე-2 გაკვეთილის შემდეგ, შესვენებაზე, ერთ-ერთი მე-11 კლასის მოსწავლემ გაუშვა წიწაკის სპრეი. გამოვიდნენ ბავშვები გარეთ, ეს წიწაკის სპრეი გაიფანტა დერეფანში. ფანჯრები გავხსენით მყისიერად, მაგრამ იმავე კლასის რამდენიმე ბავშვმა თავი იგრძნო შეუძლოდ, გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარების ჯგუფი და მათ გაუწიეს დახმარება. კლასი გამოვიყვანეთ გარეთ. საავადმყოფოში გადაყვანილია ხუთი ბავშვი. ბავშვმა, რომელიც ეს გააკეთა უკვე აღიარა, მოსულები არიან შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენლები და ბავშვმა თქვა, რომ მან არ იცოდა თუ რა შედეგი შეიძლებოდა გამოეწვია აღნიშნული ბალონის გამოყენებას", - განაცხადა სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×