რეზონანსი
26.03.2024

ვფიქრობ, ეს საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება წყალგამყოფი ქართულ საზოგადოებასა და ოპოზიციას შორის, - ამის შესახებ თეა წულუკიანმა განაცხადა. ვიცე-პრემიერს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს მიაჩნია, რომ ოპოზიცია ამ საკითხთან მიმართებაში დაბნეულია.

„ოპოზიცია დაბნეულია, ვინაიდან ერთი მხრივ ვერ ბედავენ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს დაუჭირონ მხარი, რადგან ის, ვინც მათ გარედან დავალებებს აძლევს, ძალიან გაუწყრება. მეორე მხრივ, იციან რომ გაანაწყენებენ ქართულ საზოგადოებას. იმედს მაინც ვიტოვებ, რომ დადგება დრო, როდესაც ჩვენი ოპოზიციის რადიკალური ნაწილი პირველ რიგში ქართველებს, მათ ინტერესებსა და სურვილებს უერთგულებს და უპასუხებს", - განაცხადა წულუკიანმა.

„ქართულმა ოცნებამ" ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები მოამზადა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×