რეზონანსი
18.04.2024

„ქართული ოცნების“ წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, კანონი ფინანსების გამჭვირვალობას გულისხმობს, რაც სწორედ ევროპულობაა, ხოლო ვინმე თუ სხვანაირად ხსნის, საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.

„ყველაზე მსუბუქი ჩვენი ცვლილებებია. ბატონო საფრანგეთის ელჩო, თქვენი ქვეყნის ქვედა პალატამ რომ ცვლილებები მიიღო, გვითარგმნეთ და მოგვიტანეთ. რაც აქვთ, თარგმნოს და მოიტანოს, მისი ინიციატორი ვიქნები. ამისთვის მზად არიან? კონსტიტუციაში სწორედ ჩვენ ჩავწერეთ, რომ საქართველო იქნება ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი. სწორედ ჩვენ მიერ მოხდა უვიზო მიმოსვლა ევროპასთან. ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობაა და კანდიდატის სტატუსი ღირსებით მოვიპოვეთ. მკვლელებმა და მწვალებლებმა, „ნაცებმა" და მათმა სატელიტებმა შეძლეს, რომ ქვეყანაში რუსული ბიზნესი შემოიყვანეს, მათ სტრატეგიული ობიექტები გადააბარეს, ჩვენს ბიჭებს ომი დააბრალეს. ველოდებოდით, რომ ეს ხელმოცარულები, ცალ ფეხზე მდგომები რაიმე არგუმენტს იტყოდნენ. იქნებ რაიმე ეწერა და ჩვენ ვერ ვხვდებოდით. მათ მთელი მონდომებით ვუსმენდი. ერთადერთი არგუმენტი აქვთ - იმათ თქვეს, ამათ თქვეს და რუსულ საქმეს აკეთებთო. კაცები არ არიან, წერა-კითხვა ხომ შეუძლიათ, წაიკითხონ და თქვან, სად არის რუსული ინტერესები? ხმას ვერ იღებენ. ეს უსამშობლოები და ხელმოცარულები, ცალ ფეხზე მდგომები რას აკეთებენ? საქართველო უდიდესი ცივილიზაციისა და კულტურის მქონეა. ევროპას რომ ვუყურებთ, სწორედ ამ ქართველების დამსახურებაა და ამ ქვეყნის მიმართ მეტი პატივისცემა, თანასწორობა მართებთ და არა ზემოდან ყურება. ეს სააკაშვილის დროს იყო, როცა მას ბევრი დასამალი ჰქონდა. ეს დრო წავიდა. ის ვიღაც პატრონების წინაშე ანგარიშვალდებული იყო, ჩვენ პატრონები არ გვყავს, ქართველები ვართ და სახელმწიფო ვართ, ქართველი ხალხის ხმას ვისმენთ და ქვეყნის ინტერესებს დავიცავთ", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×