ელზა პაპოშვილი
28.07.2023

ვერაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. დღეს მოსამართლეს მწერალი და პოეტი დავით გაბისკირია უყვებოდა, თუ რატომ დაჭრა 38 წლის ტატო გურგენიძე ცეცხლსასროლი იარაღით. გაბისკირია ამბობს, რომ ბიზნესმენმა მის 80 წლის მამას სცემა, რის გამოც ის იძულებული გახდა ბიზნესმენი ამ ფორმით შეეჩერებინა. მისი თქმით, მას ხელში დანა ჰქონდა და არ იყო გამორიცხული დაზიანებები მოხუცისთვის მიეყენებინა. თუმცა მწერლის ოჯახი ამტკიცებს, რომ საქმიდან აღნიშნული დანა გამქრალია. გაბისკირია ამბობს, რომ ის არსად გაქცეულა და თავი მონასტერს შეაფარა. ხოლო მოძღვარის მოწოდების შემდეგ, პოლიციას თავად ჩაბარდა. 

ხელბორკილები ცნობილ მწერალს  ბიზნესმენ ტატო გურგენიძის დაჭრის გამო დაადეს, მას გაბისკირიამ კაბინეტში 5 ტყვია ესროლა. სისხლიანი გარჩევის მოტივი ვერაზე დაწყებული კორპუსის მშენებლობა გახდა. ერთ-ერთი ვერსიით ბიზნესმენმა კორპუსი მწერლის ოჯახის მიწაზე ააშენა შემდეგ კი,  ვალდებულება არ შეასრულა, რასაც სროლა და დაპირისპირება მოჰყვა. 

სხდომათა დარბაზში  ბრალდებულმა მწერალმა ბიზნესმენთან დაპირისპირების მოტივზეც ისაუბრა და დაადასტურა რომ დავის საგანი კორპუსის მშენებლობა გახდა.

გაბისკირია ასევე ასახელებს კიდევ ერთ ფიგურანტს, გიორგი ახობაძეს, რომელიც მისი თქმით, ტატო გურგენიძეს ახლდა და ამბობს, რომ სწორედ ახობაძეს ჰქონდა მწვავე რეაქცა ბიზნესზე საუბრისას.  

„დარღვევების დასადგენად იურისტთან მივედით, მივმართე მამაჩემს, იმ ორ ადამიანს და იურისტს - მივყვეთ კანონს, თქვენი დარღვევები მერიამ ჩამოაყალიბა, ჯარიმები დღემდე არ გადაგიხდიათ, ეს უნებართვო მიშენებები, სადარბაზოს მაგივრად ოთახი მიიშენესთქო.  ამან გამოიწვია დინამიტივით აფეთქება გიორგი ახობაძის, 2 წუთის შემდეგ ორივემ დაუწყო ყვირილი მამაჩემს.

პირველი გასროლა მოვახდინე კედელში, არ გაჩერდა გააგრძელა სვლა ჩემსკენ დანით. ამ დროს ვესროლე მეორეჯერ. წამოდგა გურგენიძე და წავიდა. ამის შემდეგ კიდევ საუბარი გავაგრძელეთ საქმეზე. ამ დროს ქვევიდან დაზარალებულმა დაუძახა. მამაჩემი წამოვიყვანე. აბაშიძეზე ნაცნობის სადარბაზოში შევაგდე იარაღი და წავედი მონასტერში. მამა სერაფიმემ მირჩია ჩავბარებულიყავი. მიმალული არ ვიყავი, თავად ჩავბარდი და ჩავაბარე იარაღი" .- თქვა გაბისკირიამ სასამართლოზე.

გახმაურებული საქმის პროცესი სასამართლში ცოტა ხნის წინ დასრულდა. მოსამართლემ გაბისკირია პატიმრობაში დატოვა.   

მწერლის ოჯახის თქმით, ის, რომ გაბისკირია თავის ფეხით ჩაბარდა, ეს მნიშვნელოვანი გარემოებაა. 

„აღიარებს, რომ რატომ ედო იარაღი თვითონაც არ იცის მოხდა ასე, ჰქონდა. საუბედუროდ ტრაგიკული დამთხვევა არის, მაგრამ იცავდა 81 წლის მამაჩემს, რომელსაც თავს ესხმოდნენ და სამწუხაროდ ჩვენ ამას ვერ ვამტკიცებთ იმიტომ, რომ ის დანა არის გამქრალი. კი არ დაიჭირეს, თავისი ფეხით მივიდა და ჩაბარდა, ჩააბარა ის იარაღიც რომლითაც მოხდა ეს ყველაფერი. კანონის დაცვით მიდიოდნენ იურისტის კაბინეტში და საბუთებით, რომ რაღაც და კამათი, როგორც ხდება ხოლმე, დასრულდა,“ - ამბობს გაბისკირიას ოჯახი.

გახმაურებული საქმის პროცესი სასამართლში ცოტა ხნის წინ დასრულდა. პროკურატურის განცხადებით, არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მოწმეზე ზემოქმედების რისკები, ამიტომაც მოსამართლემ გაბისკირია პატიმრობაში დატოვა. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×