ელზა პაპოშვილი
17.08.2023

თუშეთის სოფელ ომალოში სამი კაცი დაჭრეს. ყველა დაზარალებული კლინიკაშია გადაყვანილი. ფაქტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელში ქორწილისა და ნათლობის სუფრები იყო გაშლილი, რა დროსაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ კაცებს შორის სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა. 

ერთ-ერთი დაჭრილი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, მეორე კი ყამბარაშვილის კლინიკაშია მოთავსებული. მესამე კაცი ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის გამო, თბილისში გადაიყვანეს. ჭრილობები დაშავებულებს ცივი იარაღით აქვთ მიყენებული.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 126-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ძალადობას გულისხმობს. დაკავებულია 1 პირი.  

„როგორც ვიცი, დაჭრის დროს დაშავებული სამი მამაკაცი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. ჭრილობები დაშავებულებს ცივი იარაღით აქვთ მიყენებული, თუმცა ექიმების თქმით, არცერთი მათგანის  სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მხოლოდ ერთის მდგომარეობაა უფრო რთული და ის თბილისში გადაიყვანეს.   

შემთხვევა ომალოში მოხდა. დაჭრას წინ ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. სოფელში ერთდროულად ქორწილის  და ნათლობის სუფრები იყო გაშლილი, რა დროსაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ მხარეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ორივე მხარეს ნასვამები იყვნენ. კაცმა არ იცის, რაზე მოხდა შელაპარაკება. უბრალოდ სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო ჯერ, რაც შემდეგ ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. ამის შემდეგ კი 3 ადამიანი დაიჭრა. ესაა რაც ვიცით, დანარჩენს ალბათ გამოძიება გაარკვევს“, - ყვება ადგილობრივი.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×