ელზა პაპოშვილი
03.04.2024

უმძიმესი დანაშაული შუახევში, სოფელ ნენიაში - 34 წლის ქალი ქმარმა ბათუმიდან მოტყუებით შუახევში წაიყვანა და მდინარის სანაპიროზე მოკლა. ახალგაზრდა ქალს სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ქალი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო ქმარმა თვითმკვლლეობა სცადა და დაზიანებები დანით მიიყენა. ის  საავადმყოფოში გადაიყვანეს და რამდენიმე საათის შემდეგ გარდაიცვალა. 

ამ მძიმე დანაშაულს თვითმხილველი არ ჰყავს, რადგან ქალი ქმარმა სოფელში, დაუსახელბელ ადგილას მოკლა. თუმცა, ფაქტის შესახებ მან თავის ძმას შეატყობინა, რომელმაც ასევე პოლიციაში დარეკა. მამაკაცმა სამართალდამცველებს უთხრა ძმის და რძლის ადგილსამყოფელი. ადგილზე მისულ პოლიციას კი ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდათ, კაცს კი მძიმე ჭრილობები აღენიშნებოდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი მდგომარეობა მძიმე იყო, მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ გარდაიცვალა. 

„არავინ იცის რა მოხდა. კარგი ცოლ -ქმრობა ჰქონდათ. ყოველ შემთხვევაში გარედან ასე ჩანდა. ცოლი წამოუყვანია ბათუმიდან მოტყუებით და შუახევში სოფელში მდინარის პირას დაუჩეხია. ქალს ჭრილობები სხეულის სხვადასხვა ადგილას აქვს მიყენებული. ეს არის ყელის არეში, რომელიც სავარაუდოდ, სასიკვდილო აღმოჩნდა. 

„ქალი სისხლად არის დაცლილი და იქვეა გარდაცვლილი. 41 წლის  ქმარმა კი ამის შემდეგ თვითდაზიანებები მიიყენა. საზარელი დანაშაულის შესახებ ძმისთვის უთქვამს. ტელეფონზე დაურეკია და ასე გაიგეს ამბის შესახებ. ადგილზე პოლიცია რომ მივიდა ქალი უკვე მკვდარი იპოვეს. ქმარიც იქვე დაჭრილი ყოფილა. საავადმყოფოში გადაიყავნეს და ოპერაცია გაუკეთდა. თუმცა მოგვიანეებით ისიც დაიღუპა“,-ყვებიან ადგილობრივები.   

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×