ნაზი ბერიძე
12.01.2024

მიუხედავად დასავლეთის მცდელობისა, რომ ღაზასა და მის გარშემო მიმდინარე ომი დიდ რეგიონულ კონფლიქტში არ გადაზრდილიყო, როგორც ჩანს, დაპირისპირება საზღვრებს სცდება და დიდი ომის კონტურებს იძენს. გუშინ ირანმა დიდი ტანკერი აიყვანა აბორდაჟზე და მისი კონფისკაცია მოახდინა, დღეს კი ამერიკა-ბრიტანეთის კოალიციამ იემენის დაბომბვა დაიწყო, რასაც მალე შეიძლება საფრანგეთიც შეუერთდეს. რა იქნება ირანის და მისი პროქსი ძალების შემდგომი ნაბიჯი, ჯერ არავინ იცის.

დილის სამის ნახევარზე ამერიკული და ბრიტანული ავიამზიდებიდან F-16-ებმა, F-18-ებმა და „ტაიფუნებმა" იერიში მიიტანეს ჰუსიტების, ანუ იემენელი შიიტების სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ყველაზე ძლიერად იბომბებოდა აუროდრომები, პორტები და სამრეწველო ობიექტები, სადაც სავარაუდოდ დრონებს აკომპლექტებენ.

გარდა თვითმფრინავებისა, ამერიკულმა ფლოტმა „ტამაჰავკის" ტიპის ფრთოსანი რაკეტებიც გაუშვა. საერთო ჯამში 100-ზე მეტი რაკეტა იქნა გასროლილი. დამარცხების შედეგების შესახებ სანდო ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

მანამდე ირანმა ომანის ყურეში ნავთობმზიდი გემი, რომელიც ერთ დროს ამერიკისა და ირანის დავის საგანს წარმოადგენდა, აბორდაჟით აიღო. საქმე ისაა, რომ ამ ტანკერის კონფისკაცია თავის დროზე ამერიკულმა ფლოტმა განახორციელა იმ მოტივით, რომ გემს სანქცირებული ირანული ნავთობი გადაჰქონდა. როგორც ჩანს ახლა თეირანმა ჩათვალა, რომ არის შესაბამისი მომენტი საპასუხო ზომების გასატარებლად.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×