ნატალია ჯვარიძე
25.03.2024

ისრაელმა „ჰამასს" შეთავაზება გაუგზავნა, რომელიც 800 პალესტინელის 40 ებრაელ მძევალში გაცვლას გულისხმობს. ებრაელ და ამერიკელი მაღალჩინოსნებს შორის მოლაპარაკება რამდენიმე თვე დოჰაში მიმდინარეობდა და ისრაელი საბოლოოდ აშშ-ს წინადადებას დათანხმდა. ებრაელმა მაღალჩინოსანმა მედიას განუცხადა, რომ შეთანხმების შანსები 50/50- ზეა.

გენშტაბის ყოფილმა უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ განაცხადა, რომ „ჰამასის" გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ისარელი „ჰამასს" პატიმრების რა კატეგორიას სთავაზობს. მისივე თქმით, ამის შემდგომ ახალი მოლაპარაკებისთვის მზადებას დაიწყებენ.

„როგორც ჩანს, ისრაელისთვის თავისი მოქალაქეების სიცოცხლე მნიშვნელოვანია და თითოეულ მათგანს ძალიან ძვირად აფასებენ. ვფიქრობ, მსგავსი გაცვლა, 800 პატიმარი 40-ის სანაცვლოდ აბსოლიტურად მისაღებია, რადგან 40 ებრაელს გადაარჩენენ, რომლებიც საშინელ მდგომარეობაში არიან.

„თუ კი ეს განხორციელდება, ამას ძალიან კარგი შედეგები მოჰყვება, რადგან ეს ნიშნავს, რომ რაღაცა გარკვეული შეთანხმებების მიღწევა შესაძლებელია და ეს კიდევ ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. წესით „ჰამასისთვისაც" მისაღები უნდა იყოს, თუმცა გააჩნია პალესტინელი პატიმრების რა კატეგორიას სთავაზობს ისრაელი, ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. 40 მძევლის გარდა მათ კიდევ დარჩებათ და ამის შემდგომ დიდი ალბათობით შემდეგი მოლაპარაკებებისთვის მოემზადებიან". - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ფიქრობს, რომ „ჰამასი" ისრაელის შეთავაზებას დათანხმდება და დროებით ტაიმაუტს აიღებენ, თუმცა, მოგვიანებით კონფლიქტი ახალი კუთხით დაიწყება. როგორც იგი აღნიშნავს, ადრე ისრაელს იმედი ჰქონდა, რომ „ჰამასის" პოტენციალს სრულად გაანადგურებდა და ღაზის სექტორს დაიკავებდა, ამიტომ გაჭიანურდა მოლაპარაკებების პერიოდი. მისივე თქმით, შესაძლოა, მომავალში მძველების გაცვლაზე ისევ დაიწყოს მოლაპარაკებები, თუმცა შეთანხმების მიღწევა ნაკლებად სავარაუდოა.

„ვფიქრობ, დროებით ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწევენ. როგორც ჩანს, ორივეს დროის გაწელვა უნდათ და დროებით ტაიმაუტის აღება. ამ ეტაპზე მგონია, რომ რაღაც შეთანხმებას მიაღწევენ, თუმცა, მერე ერთმანეთს ახალი ძალებით შეუტევენ.

„როგორც ჩანს ადრე ისრაელს იმის იმედი ჰქონდა, რომ „ჰამასის" პოტენციალს სრულად გაანადგურებდა და ღაზის სექტორს დაიკავებდა, ამიტომ მიმდინარეობდა ამდენი ხანი მოლაპარაკებები. რადგან ეს არ გამოვიდა, ახლა რაღაც დათმობაზე წავიდა. შესაძლოა, მომავალში მოლაპარაკება მძევლების გაცვლაზე ისევ დაიწყოს, თუმცა, ვფიქრობ, რომ შეთანხმების მიღწევა ნაკლებად სავარაუდოა".- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×