ნატალია ჯვარიძე
06.07.2026

დაიცავით უკრაინელი ბავშვები რუსული ბალისტიკური ტერორისგან! არ არსებობს უფრო სასწრაფო ამოცანა. ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი ნატო-ს სამიტისადმი, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

ნატალია ჯვარიძე
06.07.2026

ნატო-ს ლიდერები სამშაბათს და ოთხშაბათს ანკარაში ნატოს სამიტზე შეიკრიბებიან იმ ფონზე, როცა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ევროპას მოუწოდებს, გაზარდოს თავდაცვის სფეროს ხარჯები და კონტინენტის უსაფრთხოებაზე ძირითადი პასუხისმგებლობა აიღოს, - ამის შესახებ აღნიშნულია სტატიაში, რომელსაც როიტერსი აქვეყნებს.

ნატალია ჯვარიძე
05.07.2026

ნატო-ს სამიტამდე ორიოდე დღით ადრე აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა. ექსპერტები და საერთაშორისო მედიასაშუალებები ამას უბრალო დამთხვევად არ უყურებენ და აღნიშნავენ, რომ ტრამპს სურს სამიტზე ჩავიდეს არა როგორც უბრალოდ ერთ-ერთი ლიდერი, არამედ როგორც ძალა, რომელსაც კონფლიქტის რეალურად დასრულება შეუძლია. მათი პროგნოზით, თურქეთში გადაწყდება, რა პირობებით დაიწყება ოფიციალური სამშვიდობო მოლაპარაკებები შემოდგომამდე.

მარიამ ვეკუა
04.07.2026

„ჰიბრიდული ჩარევის" პრევენცია თუ ოპოზიციური ხმების ნეიტრალიზება? - სომხეთის ხელისუფლებამ ემიგრანტებისთვის ბინადრობის მკაცრი საარჩევნო ცენზი დააწესა, რითაც დარტყმა პირველ რიგში რუსეთში მცხოვრებ ამომრჩეველზე მიიტანა. ამას ოპოზიცია და ადგილობრივი უფლებადამცველები არაკონსტიტუციურს უწოდებენ, 7 ივნისის არჩევნების შემდეგ მმართველი გუნდის ძალაუფლების ცემენტირების მცდელობად აფასებენ და საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივილს გეგმავენ.

მარიამ ვეკუა
04.07.2026

სანამ ანკარაში ნატო-ს სამიტისთვის ემზადებიან, კრემლმა ბალტიის ქვეყნებს სერიოზული ბრალდება წაუყენა. მათი ინფორმაციით, ლატვია და ესტონეთი უკრაინულ დრონებს „საჰაერო დერეფნებს" უთმობენ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის. სამხედრო ანალიტიკოსების შეფასებით, ეს რუსული „ელექტრონული ბრძოლის" შედეგია - რუსეთი თავად უცვლის ხელოვნურად კურსს უკრაინულ დრონებს, ნატო-ს ქვეყნების ტერიტორიაზე აგდებს და შედეგად მიღებულ ინციდენტებს ალიანსის წევრების დასაშანტაჟებლად იყენებს.

მარიამ ვეკუა
03.07.2026

ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა, რომელიც ცივი ომის შემდგომ პერიოდში სტაბილურობისა და სამხედრო თავშეკავების პრინციპებზე იყო აგებული, როგორც ჩანს იცვლება. ფინეთის მიერ ბირთვულ იარაღზე არსებული ხანგრძლივი ტაბუს მოხსნამ ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია: დღეს დღის წესრიგში უკვე ლიეტუვის კონსტიტუციის გადახედვის საკითხი დგება

მარიამ ვეკუა
03.07.2026

სანამ მოსკოვი ყირიმში უკრაინის მასშტაბური იერიშების მოსაგერიებლად ნაჩქარევად სწავლებებს მართავს, სახელწოდებით „ყირიმის გამოღვიძება", კიევი ნახევარკუნძულზე რეალურ და გამანადგურებელ დარტყმებს აგრძელებს.

ნატალია ჯვარიძე
03.07.2026

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 40 ქვეყანას გაუგზავნა წერილები უკრაინისთვის „პეტრიოტის" ტიპის რაკეტების ამ თვეში გადაცემის თხოვნით ამის შესახებ განცხადებას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ნატალია ჯვარიძე
03.07.2026

ევროკავშირი თურქეთთან ვიზალიბერალიზაციაზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო" ევროპელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირი თურქეთთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე მუშაობს, რაც ანკარაში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის, შინაგან საქმეთა და მიგრაციის საკითხებში ევროკომისრის, მაგნუს ბრუნერისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის ვიზიტს მოყვა.

მარიამ ვეკუა
02.07.2026

აიათოლა ხამენეის მასშტაბური დაკრძალვის ცერემონიალმა აშშ-ირანის ისედაც მყიფე სამშვიდობო მოლაპარაკება დროებით შეაჩერა, რაც ექსპერტების აზრით, 60-დღიანი ვადის გარდაუვალ გაგრძელებას გამოიწვევს

მარიამ ვეკუა
02.07.2026

უკრაინა რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე წნეხს აძლიერებს, ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში კომპანია „ლუკოილის" კუთვნილ სტრატეგიულ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა და ნავთობის პირველადი გადამუშავების დანადგარი დაზიანდა.

ნატალია ჯვარიძე
02.07.2026

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს. ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, რუსების მიერ განხორციელებული მასშტაბური იერიშის შემდეგ კიევში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×