ნატალია ჯვარიძე 12.06.2024
თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ამერიკა „დიდი შვიდეულის" სამიტზე რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების და ექსპორტის კონტროლის ზომების გამოცხადებას გეგმავს. მისი თქმით, ვაშინგტონი დააწესებს მთელ რიგ ეფექტურ შეზღუდვებს იმ ორგანიზაციებისა და ქსელების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს უკრაინაში ომის წარმოებაში ეხმარებიან.
|
ელზა პაპოშვილი 10.06.2024
ხარკოვზე რუსეთის შეტევა გრძელდება. მათ ხარკოვისა და ხერსონის ოლქები დაბომბეს, შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი და დაშავდა სამი. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს. დერჰაჩის თემს, ადგილობრივი დროით, დილის 9:30 საათზე დაესხნენ თავს, რის შედეგადაც დაიღუპა კაცი და დაშავდა ორი ადამიანი.
|
ნატალია ჯვარიძე 10.06.2024
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთმა სომხეთს უკრაინაში მათი ელჩის ვლადიმერ კარაპეტიანის და ერევნის ნორ-ნორკის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიგრამ ტერ-მარგარიანის უკრაინაში ბუჩას ოლქში ვიზიტის გამო საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. მისივე თქმით, ამ ქმედებას მოსკოვი არამეგობრულ ნაბიჯად მიიჩნევს.
|
ნატალია ჯვარიძე 09.06.2024
რუსეთ-უკრაინის ომის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა შემთხვევაა, როცა უკრაინულმა საბრძოლო დრონმა კავკასიამდე მიაღწია. რუსული მხარის ინფორმაციით, მათი სამიზნე ჩრდილოეთ ოსეთში, ქალაქ მოზდოკში მდებარე სამხედრო არეოდრომი იყო. ამან გარკვეული ვნებათაღელვა გამოიწვია ჩრდილო კავკასიაშიც და ოკუპირებულ აფხაზეთშიც.
|
ნატალია ჯვარიძე 07.06.2024
რუსეთი ისედაც სულ შეტევაშია, მაგრამ მასშტაბს ვერ ზრდის, რადგან ფრონტის სიგრძე ძალიან დიდია. მე მათი მხრიდან დიდ შეტევას არ ველოდები, - აცხადებს უკრაინაში არსებულ ვითარებაზე „რეზონანსთან" საუბრისას გენშტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. სამხედრო ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას აზრით კი უკრაინელებმა თავდაცვითი ბრძოლების ინტესიფიკაცია დაიწყეს და რეზერვების მობილიზება შეძლეს, თან დასავლურმა სამხედრო დახმარებამაც წამოუსწრო.
|
რეზონანსი 06.06.2024
პუტინი იმუქრება და დასავლეთს აფრთხილებს, რომ რუსეთს შეუძლია ბირთვული იარაღი გამოიყენოს, თუ მის სუვერენიტეტს ან ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე დაემუქრება. პუტინმა დასავლეთის მიერ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მოსკოვმა, შესაძლოა, მსგავსი იარაღი მიაწოდოს სხვა ქვეყნებს დასავლეთის სამიზნეებზე დარტყმისთვის.
|
ელზა პაპოშვილი 05.06.2024
იწყება თუ არა უკრაინის ომის ახალი ეტაპი? - უკრაინას შეუძლია, დასავლური რაკეტები გაუშვას რუსეთის ტერიტორიაზე, ეს კი ანალიტიკოსების აზრით, ფრონტის ხაზზე ბევრ რამეს შეეცვლის. 2023 წლის 10 მაისს რუსეთმა დაიწყო მასიური სახმელეთო შეტევა ხარკოვის მიმართულებით, გახსნა ახალი ფრონტი და დაიკავა რამდენიმე დასახლებული პუნქტი.
|
ნატალია ჯვარიძე 05.06.2024
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე „ჰამასს" ელოდებიან. როგორც იგი აღნიშნავს, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი, ბილ ბერნსი ცეცხლის შეწყვეტის ახალი წინადადების შესახებ დოჰაში, კატარელ შუამავლებთან კონსულტაციებს გაივლის. „კატარელი შუამავლების მეშვეობით ჩვენ „ჰამასის" პასუხს ველოდებით", - თქვა სალივანმა.
|
ნატალია ჯვარიძე 05.06.2024
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა საფრანგეთმა უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება მიმდინარე კვირაში მიიღოს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინაში სამხედროების ან დაქირავებულის სტატუსით მყოფი ნებისმიერი ფრანგი ინსტრუქტორი მათ ლეგიტიმურ სამიზნეს წარმოადგენს.
|
თამთა ჩაჩანიძე 04.06.2024
ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი ამუშავებს ლოჯისტიკის სათადარიგო მარშრუტებს რუსეთთან კონფლიქტის შემთხვევისთვის ევროპაში. საუბარია ევროპის ნატოს წევრ ქვეყნების ხუთ პორტზე, სადაც შეიძლება დაბრკოლების გარეშე გადაისროლონ ამერიკული ჯარები და აღჭურვილობა და შემდეგ ეს სახმელეთო კროიდორების მეშვეობით გაივლის ფრონტის ხაზებამდე. ამის შესახებ ბრიტანული მედია წერს. რამდენად იზრდება ნატო-რუსეთს შორის შეიარაღებული დაპირისპირების საფრთხე და იკვეთება თუ არა დიდი ომის კონტურები?
|
ნატალია ჯვარიძე 04.06.2024
შვეიცარია 15-16 ივნისს უკრაინის მშვიდობის სამიტს უმასპინძლებს, რომლის მიზანი ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო შეთავაზებებზე და ხედვისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებაა. ფორუმს რუსეთი და მისი მოკავშირეები არ ესწრებიან. საქართველოს მხრიდან, არაოფიციალური ინფორმაციით, სამიტს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრება.
|
ნატალია ჯვარიძე 03.06.2024
მას შემდეგ, რაც ამერიკამ უკრაინას ნება დართო, რომ მათი წარმოების ზოგიერთი იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე გამოეყენებინათ, ახლა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ აუცილებელია აშშ-მ „ატაკამსის" რაკეტების მათ ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო სამიზნეებზე შეტევის უფლება მისცეს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|