ქრისტინე კაპანაძე
16.10.2020

 სომხეთ-აზერბაიჯანის მწვავე დაპირისპირება, რომელიც ახალ ეტაპზე გადავიდა აზერბაიჯანის აშკარა უპირატესობით მიმდინარეობს. უახლესი მონაცემებით აზერბაიჯანის არმიამ თითქმის ალყაში მოაქცია ყარაბაღის გარშემო ჰადრუტისა და ფიზულის ტერიტორიები.

მარიკა ხორავა
12.10.2020

 ბელორუსის პრეზიდენტი ალეკსანდრ ლუკაშენკო "კგბ"-ს საგამოძიებო იზოლატორში ბელარუსის დაპატიმრებულ ოპოზიციონერებს შაბათს შეხვდა - ხოლო კვირას ბელარუსში გამართული საპროტესტო აქციების დროს, სამართალდამცავებმა 586 დემონსტრანტი დააკავეს, დაკავებულებს შორის 40 ჟურნალისტია.

ტატა შოშიაშვილი
11.10.2020

„სავარაუდოდ, თურქეთის დამატება „მინსკის ჯგუფში" ძალიან გაჭირდება, რადგან თურქეთი თავსატეხია არა მხოლოდ რუსეთისა და სომხეთისთვის, არამედ მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, მათ შორის ნატო-სა და ევროკავშირისთვის", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას საქართველოს პოლიტიკური ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის მოთხოვნას იმის შესახებ, რომ ეუთოს მინსკის ჯგუფში თურქეთიც უნდა ჩაერთოს.

მარიკა ხორავა
08.10.2020

 ყარაბაღში შეიარაღებული კონფლიქტი 10 დღეზე მეტია გრძელდება. სომხური და აზერბაიჯანული მხარეები ავრცელებენ ცნობებს დაღუპულებსა და დაჭრილებზე. ასევე ვრცელდება სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის განადგურების კადრები, რეპორტაჟები დაბომბილი ქალაქებიდან. თუმცა, აქამდე არც სომხურ და არც აზერბაიჯანულ მხარეს არაფერი განუცხადებია ტყვეებზე. ამ თემაზე არც არაოფიციალური და ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს. როგორ შეიძლება ეს აიხსნას?

ტატა შოშიაშვილი
04.10.2020

„როგორც ჩანს, მოსკოვმა გადაწყიტა, რომ დაელოდოს აზერბაიჯანული არმიის წინსვლას, რათა აიძულოს სომხეთის ხელისუფლება, რომ რუსეთს უპირობო დახმარება სთხოვოს. სიმართლე გითხრათ, რუსეთს სომხეთის დღევანდელი ხელისუფლება გულზე არ ეხატება", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას საქართველოს პოლიტიკური ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების შესაძლო შეყვანაზე გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას.

ტატა შოშიაშვილი
04.10.2020

ყარაბაღში მიმდინარე შეტაკებებში მონაწილეობის მისაღებად, სავარაუდოდ, მოხალისეები ჩეჩნეთიდან ჩავიდნენ. ამაზე შეიძლება მეტყველებს ვიდეოჩანაწერი, რომელიც სოციალურ ქსელ „ინსტაგრამის" გვერდ „ჩპგროზნი_95-ზე" ორი დღის წინ გავრცელდა წარწერით „ჩეჩნები უკვე იქ არიან #ყარაბაღი".

თამთა ჩაჩანიძე
30.09.2020

„ეს, ძირითადად, უფრო მორალური და პოლიტიკური მხარდაჭერის სახით შეიძლება, იყოს აღქმული, თორემ ლუკაშენკოს რეჟიმს ბუნებრივია, ვერ ჩამოშლის", - ასე აფასებს „რეზონანსთან" „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი კორნალი კაკაჩია დიდი ბრიტანეთისა და კანადის მიერ ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს, მისი ვაჟისა და კიდევ რამდენიმე ბელარუსი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.

ქრისტინე კაპანაძე
28.09.2020

 დასავლეთის ქვეყნებს შორის, ჯერ კიდევ არ არსებობს კონსესუსი, შესაბამისად, უცნობია როგორ დაბალანსდება ბელარუსში მიმდინარე მოვლენები - ასე აფასებს ექსპერტი ნიკა ჩიტაძე ბელარუსში მიმდინარე ვითარებას. მისი თქმით, საპროტესტო აქციების მიუხედავად ლუკაშენკო არ გადადგება.

ტატა შოშიაშვილი
26.09.2020

სომხეთში ოპოზიციური პარტია „აყვავებული სომხეთის" ლიდერი გაგიკ ცარუკიანი დააკავეს, რომელსაც აღკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური ოპოზიციონერს სომხეთში 2017 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოქალაქეთა ხმების მოსყიდვას ედავება.

მარიკა ხორავა
23.09.2020

 საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი რუსეთისგან ითხოვს დაუყოვნებლივ განმარტებას რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებ და აცხადებს, რომ „ჩვენ არ მოვითმენთ ქიმიური იარაღის გამოყენებას ევროპაში, რუსეთში ან სირიაში".

ქრისტინე კაპანაძე
23.09.2020

 ბელარუსის პრეზიდენტმა ალეკსანდრ ლუკაშენკომ, ინაუგურაცია ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე ჩაატარა. ფიცის დადების ცერემონიას, რომელიც დამოუკიდებლობის სასახლეში გაიმართა, ასობით ადამიანი დაესწო, მათ შორის პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსული მედია ავრცელებს.

ექპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე, „რეზონანსთან", ბელარუსის მოსახლეობასა და ლუკაშენკოს პოზიციაზე საუბრობს.

თამთა ჩაჩანიძე
21.09.2020

ევროკავშირს ამ დრომდე ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციები არ დაუწესებია - ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია კი ევროკავშირის წევრებს მოუწოდებს, რომ სანქციების დაწესებისას უფრო მეტად გაბედულები იყვნენ.


Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×