ნაზი ბერიძე
15.03.2023

1-ელი აპრილიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში გაწვევას იწყებს და 400 000 პირის რეკრუტირებას გეგმავს. გადამდგარი გენერლის ვახტანგ კაპანაძის ინფორმაციით, გაწვევა გეგმიურია, სავარაუდოდ, საგაზაფხულოა, რუსეთის შეიარაღებული ძალების გაზრდა კი არმიის რეფორმის მთავარი ნაწილი იყო.

თამთა ჩაჩანიძე
15.03.2023

ჩინეთმა ძალიან კარგად იცის, რომ თუ რუსეთი დამარცხდება, დასავლეთი ჩინეთით დაკავდება, პეკინს კი თავის ამოცანა აქვს - ტაივანის დაბრუნება. ასევე ჰეგემონიის მოპოვება თუ მთელს მსოლფიოში არა, ევრაზიულ სივრცეში და აფრიკაში. მისთვის ომი მომგებიანი თემაა, ამის შესახებ „რეზონანსთან" ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ განაცხადა უკრაინის ომის ფონზე რუსეთ-ჩინეთის თანამშრომლობაზე საუბრისას.

ბაჩანა ტყემალაძე
15.03.2023

14 მარტს შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ შავი ზღვის თავზე, საერთაშორისო საჰაერო სივრცეში რუსეთის გამანადგურებლებთან შეტაკებისას ჩამოვარდა აშშ-ის სადაზვერვო დრონი, MQ-9 REAPER რომელიც კონკრეტულ დავალებას ასრულებდა.

თამთა ჩაჩანიძე
14.03.2023

აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება კვლავ მძიმეა. ყველაზე ცხელი წერტილი ბახმუტი-უგლედარის მიმართულებაა. ამასთან, დიდი დაანონსებული შეტევის მოლოდინია, თუმცა როგორც უკრაინაში ზოგიერთი მაღალჩინოსანი აცხადებს, ქვეყანას გამოცდილი სამხედროებისა და საბრძოლო მასალის სერიოზული დეფიციტი შეექმნა, რის გამოც ამ კონტრშეტევის დაწყებას ეჭვქვეშ აყენებენ.

ბაჩანა ტყემალაძე
14.03.2023

სომხეთის პრემიერ მინისტრმა, ნიკო ფაშინიანმა 14 მარტს ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სომხეთის საზღვრის გასწვრივ და მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანთან კონფლიქტის გამწვავების ალბათობა დღითიდღე იზრდება. ნიშნავს თუ არა ეს ახალი ომის მოახლოებას სამხრეთ კავკასიაში, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც საკმაოდ დაიძაბა ვითარება აზერბაიჯანსა და სომხეთის მოკავშირე ირანს შორის?

ბაჩანა ტყემალაძე
14.03.2023

ბოსნიელი სერბების ლიდერს, პრეზიდენტ მილორად დოდიკს „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ ქართული კანონპროექტის მიღება სურს, რომელმაც საქართველოში მასობრივი პროტესტი გამოიწვია. ევროკავშირისა და აშშ-ის მხრიდან ამას უკვე მოყვა მკვეთრად უარყოფითი შეფასებები. თავად ევროკავშირში კი, დასავლური მედიის ცნობით, ასევე იგეგმება უცხოურ დაფინანსებაზე კანონპროექტის შემუშავება, თუმცა, გასული კვირის თბილისის მოვლენების გამო, შესაძლოა ეს პროცესი შეჩერდეს.

ნაზი ბერიძე
13.03.2023

ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზალენსკისთან ონლაინფორმატში მოლაპარაკების გამართვას გეგმავს,- ინფორმაციას The Wall Street Journal-ავრცელებს. პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ შეიძლება დიალოგს არაფერი მოჰყვეს, მაგრამ ზელენსკის მხრიდან ეს სწორი ნაბიჯია.

ნაზი ბერიძე
13.03.2023

უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, ალექსანდრე სირსკის განცხადებით, დონეცკის ოლქის ბახმუტის გარშემო ვითარება რთულია- ოკუპანტები არ წყვეტენ თავდაცვითი ძალების გარღვევის და ქალაქის ცენტრისკენ წინსვლის მცდელობებს, მაგრამ დიდი დანაკარგებს განიცდიან. სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ კაპანაძე კი ამბობს, რომ ეს ბრძოლა ბახმუტისთვის არ იქნება გარდამტეხი, თუმცა ფსიქო-ემოციური თვალსაზრისით გამარჯვების მოპოვება ორივე მოწინააღმდეგე მხარისთვის მნიშვნელოვანია.

თამთა ჩაჩანიძე
12.03.2023

ბახმუტში ვითარება კვლავ კრიტიკულად მძიმეა, თუმცა, რაც დრო გადის, უკრაინელების მიერ ქალაქის დაცვის აქტუალობა მხოლოდ იზრდება და დიდ მნიშვნელობას იძენს გაზაფხულის შეტევის მომზადებისთვის. როგორც სამხედრო ანალიტიკოსები აცხადებენ, რუსების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბახმუტში მომარაგების ხაზები სრულიად გადაჭრეს, სიცრუეა და ქალაქის დაახლოებით 60%-ს კვლავ უკრაინელები აკონტროლებენ, მათ შორის ადმინისტრაციულ ცენტრს.

ელზა პაპოშვილი
10.03.2023

800 კილომეტრზე გადაჭიმულ ფრონტზე რუსები ცდილობენ  მაქსიმალური უპირატესობა მოიპოვონ, მიწის თითოეული გოჯითვის ბრძოლა მიდის. მთავარი ბრძოლები სამი მიმართულებით მიმდინარეობს - სვიატოვა, ბახმუტი და უგლედარი, თუმცა განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა ბახმუტშია, აცხადებს  „რეზონანსთან“ გენშტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე.

ნაზი ბერიძე
10.03.2023

უკრაინაში რუსეთის აგრესიის ხანგრძლივობის განსაზღვრა ფაქტობრივად შეუძლებელია და ომი შეიძლება ორი, სამი ან თუნდაც ათი წელი გაგრძელდეს. ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რა დახმარებას მიიღებენ მოწინააღმდეგე მხარეები, აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი.

მოვლენა
10.03.2023

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის (ესკ) პირველი სესიის გახსნასთან დაკავშირებული შეხვედრა იმართება 2023 წლის 5 მარტს, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში, დიდ სახალხო დარბაზში (სინხუა /იუ იუევეი)

2023 წელს ჩინეთი მიზნად ისახავს ეკონომიკის უფრო სწრაფ, დაახლოებით 5 პროცენტიან ზრდას უკეთესი ხარისხის ქმონე განვითარებით, რადგან მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკა იწყებს სწრაფი ტემპით განახლებისა და მოდერნიზაციისკენ სწრაფვას.  


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×