ტატა შოშიაშვილი 19.09.2020

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც ამჟამად ბერლინის კლინიკა „შარიტეში" იმყოფება, სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში" პოსტს აქვეყნებს, რომელშიც აღწერს, თუ როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ, რაც სავარაუდოდ, „ნოვიჩოკით" მოწამლეს.
|
ტატა შოშიაშვილი 19.09.2020

ევროკავშირმა ალექსანდრე ლუკაშენკოს დრო ნოემბრის დასაწყისამდე მისცა. ორგანიზაციის ოფიციალური მოთხოვნით, ლუკაშენკომ ბელარუსის პრეზიდენტის პოსტი მის შემდგომ ინაუგურაციამდე უნდა დატოვოს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი" იუწყება.
|
მარიკა ხორავა 19.09.2020
ლუკაშენკოს თავისი რეჟიმის გაძლიერება სურს, რადგან ადგილობრივმა მოსახლეობამ ვერ შეეძლოს ბელორუსის საზღვრების გადაკვეთა - ამის შესახებ სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რითაც ალექსანდრე ლუკაშენკოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ბელორუსი ლიეტუვასთან და პოლონეთთან საზღვარს კეტავს, უკრაინასთან კი .სასაზღვრო კონტროლს ამკაცრებს.
|
ქრისტინე კაპანაძე 17.09.2020
გერმანიის ხელისუფლება საკუთარი კომერციული ინტერესების ხარჯზე სხვა, თუნდაც მისი მოკავშირე ქვეყნების სტრატეგიული ინტერესების შელახვას არ ერიდება - მოკლედ ასე შეიძლება შეფასდეს გერმანიის მცდელობა როგორმე ბოლომდე მიიყვანოს გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის მშენებლოდა, რომელსაც აქტიურად ეწინააღმდეგებიან აშშ, აშშ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები და რომლის მიზანშეწონილობაზეც თავად გერმანიის პოლიტიკურ ელიტაშიც კი აზრთა სხვადასხვაობაა.
|
თამთა ჩაჩანიძე 16.09.2020

ინგუშეთის დედაქალაქ მაგასის რაიონულმა სასამართლომ ადგილობრივი ოპოზიციური გამოცემა „ფორტანგას" ყოფილი რედაქტორი რაშიდ მაისიგოვი დამნაშავედ ცნო დიდი ოდენობით ნარკოტიკების შენახვაში და 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ახლო მომავალში მას კიდევ ერთი სასამართლო ელის - მაისიგოვს ამჯერად ინგუშეთის საქართველოსთან შეერთების მოწოდების გამო გაასამართლებენ.
|
რეზონანსი 15.09.2020

ევროკავშირი რუსეთისათვის ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს, რომელსაც „ნავალნის სანქციების“ რეჟიმი ერქმევა. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საკითხების უმაღლესმა კომისარმა ჟიზეფ ბორელმა ევროპარლამენტის სესიაზე განაცხადა. თავად რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის მდგომარეობა კი, რომელიც მოწამვლის შემდეგ გერმანიაში აგრძელებს მკურნალობას, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
|
თამთა ჩაჩანიძე 14.09.2020

ბელორუსის პრეზიდენტი ასიათასიანი საპროტესტო გამოსვლების ფონზე, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს სოჭში შეხვდა. როგორც რუსული საინფორმაციო სააგენტოები შეხვედრის დეტალებს ახმაურებენ, ბელარუსის პრეზიდენტმა პუტინს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განუცხადა, რომ ბელარუსი „უფროს ძმასთან, რუსეთთან უფრო ახლოს უნდა იყოს", პუტინი კი მინსკს 1.5 მილიარდი დოლარის სესხის უზრუნველყოფას დაპირდა.
|
თამთა ჩაჩანიძე 12.09.2020

რუსეთის 1917 წლის ბოლშევიკური რევოლუციის ლიდერი ვლადიმირ ლენინის ნეშტი შესაძლოა მოსკოვის წითელ მოედანზე მდებარე მავზოლეუმიდან გამოიტანონ და სასაფლაოზე დაკრძალონ. ხელისუფლებამ მავზოლეუმის ახალი დანიშნულებით გამოყენებაზე კონკურსი გაოაცხადა და მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი განცხადება ლენინის დაკრძალვაზე არ გაკეთებულა, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები მინიშნებას აკეთებენ, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დგას.
|
თამთა ჩაჩანიძე 11.09.2020

ბელორუსის სპეცრაზმმა მინსკში მდებარე შვედეთის საელჩო ალყაში მოაქციეს, როგორც თვითმხილველები ამბობენ, სპეცრაზმი საელჩოს ტერიტორიაზე შეჭრილი იმ ორი პირის დაკავებას ცდილობდა, რომლებიც თავს პოლიტიკურ დევნილებად აცხადებდნენ.
|
მარიამ ნებულიშვილი 10.09.2020

7 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უცნობმა პირებმა ბელარუსის აქციების ლიდერი მარია კოლესნიკოვა მინსკის ცენტრიდან მინივენით გაიტაცეს. 8 სექტემბერს კი ბელარუსის სახელმწიფო ტელეარხმა გამოაცხადა, რომ მარია კოლესნიკოვა ბელარუსი-უკრაინის საზღვარზე 8 სექტემბერს, გამთენიისას დააკავეს მაშინ, როცა ავტომობილით ცდილობდა ქვეყნის დატოვებას. მათივე ინფორმაციიით, კიდევ ორი ოპოზიციონერი - ანტონ როდნეკობი და ივან კრავტსოვი - რომლებიც ასევე იმყოფებოდნენ ავტომობილში, უკვე უკრაინაში არიან.
|
თამთა ჩაჩანიძე 10.09.2020

ბრიტანელმა მეცნიერებმა კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებზე დაკვირვების შედეგად შეიმუშავეს ფორმულა, რომლითაც კორონავირუსული ინფექციისგან პაციენტის გადარჩენის შანსების გამოთვლაა შესაძლებელი - ამის შესახებ ცნობილი ბრიტანული გამოცემა „მირორი" იტყობინება. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ამ ფორმულით ბევრი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენენ, რადგან მკურნალობის მეთოდი უფრო ინდივიდუალური იქნება.
|
თამთა ჩაჩანიძე 10.09.2020

ნავალნი „ნოვიჩოკის" ახალი უცნობი სახეობით მოწამლეს, რომელიც ბოროტმოქმედების გეგმით თვითმფრინავშივე უნდა მომკვდარიყო - ამ დასკვნამდე მივიდნენ გერმანელი სპეციალისტები, იტყობინება გამოცემა Die Zeit.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|