ნატალია ჯვარიძე 16.04.2026

ოპოზიციის გარკვეულ წრეებში სულ უფრო აქტიურად საუბრობენ, რომ ხელისუფლების დამარცხება არჩევნების გზით შესაძლებელია. ეს თემა ექსპრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წამოჭრა, რომელიც 2025 წლის ადგილოობრივ არჩევნებზე ღიად გამოდიოდა არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის წინააღმდეგ. ახლა მის შეცვლილ პოზიციას იზიარებენ ის პარტიები, რომლებმაც ადგილობრივ არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა - „ლელო - ძლიერი საქართველო" და „გახარია საქართველოსთვის".
|
რეზონანსი 16.04.2026

მიმდინარე კვირაში "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" - აფბამ განცხადება გაავრცელა, საიდანაც ცნობილი ხდება, ნათია ჯანაშია, რომელიც "ბრიტანულ-ქართულ აკადემიის" მინორიტარული წილის (30 %) მფლობელია, ამავე აკადემიის მაჟორიტარ აქციონერს (70%), „საქართველოს განათლების ჯგუფს“ ლონდონის სასამართლოში უჩივის.
|
თამარ ვეფხვაძე 15.04.2026

მედიკამენტების გაიაფების საკუთარ რეცეპტს გვთავაზობს „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე, ვლადიმერ ბოჟაძე. სახელმწიფო ფარმაცევტული ქარხნის შექმნის გზით, მინიმალურ ფასად დამზადდება ყველაზე მეტად მოთხოვნადი მედიკამენტები და შესაბამისად, წამლებიც იაფი იქნება. ყოველ შემთხვევაში, ასეთ გამოსავალს მიაგნო დეპუტატი და როგორც მოსალოდნელი იყო, დარგის სპეციალისტების აზრიც ორად გაიყო: ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ბოჟაძის ეს იდეა უსუსური განცხადებაა, რადგან ფარმაცევტული ქარხნის აშენებას დიდი კაპიტალდაბანდება სჭირდება. სპეციალისტების მეორე ნაწილი ამ იდეას მიესალმება, რადგან მედიკამენტების გაიაფებასთან ერთად, ამით ადგილობრივი წარმოება განვითარდება.
|
ირმა ჩიტაია 15.04.2026

ზაფხულის ტურისტული სეზონი შეიძლება ჩავარდეს. ჯავშნების 50% უკვე გაუქმებულია. ამის მიზეზი გეოპოლიტიკური ვითარებაა, რის გამოც საავიაციო ნავთის დეფიციტი უკვე აშკარაა. პრობლემა, განსაკუთრებით ევროპის მიმართულებითაა, მეზობელი ქვეყნებიდან ვიზიტორები სახმელეთო გზითაც შემოვლენ. სავარაუდოდ, ტურისტების რაოდენობა მკვეთრად შემცირდება არაბული ქვეყნებიდან, ასევე ისრაელიდან, რადგან საჰაერო მიმოსვლა შეზღუდულია, რიგ შემთხვევაში - შეჩერებული.
|
მარიამ ვეკუა 15.04.2026

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით, 72 და 75 ხმით სამი საკანონმდებლო ცვლილება დაამტკიცა, რომლებიც ერთდროულად ეხება გრანტების რეგულაციას, შრომითი მიგრაციის წესებსა და უცხოელთა სამართლებრივ სტატუსს. ცვლილებები მნიშვნელოვნად ცვლის როგორც უცხოური დაფინანსების ჩარჩოს, ისე ქვეყანაში შრომისა და ვიზების გაცემის რეჟიმს.
|
მარიამ ვეკუა 15.04.2026

ჩინეთი აშშ-ის გეოპოლიტიკური წნეხის ცენტრში ექცევა - აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინი-ს წერილობით მიმართა და ირანისთვის იარაღის მიწოდებისგან თავშეკავება მოსთხოვა, პარალელურად, ტრამპის განცხადებები ჰორმუზის სრუტის „გახსნაზე" და ნავთობის ბაზრებზე გავლენის შესახებ აჩენს კითხვებს - ცდილობს თუ არა ვაშინგტონი ენერგეტიკული ბერკეტებით ჩინეთზე ზეწოლას.
|
ნატალია ჯვარიძე 15.04.2026

უკრაინა ისრაელს მოუწოდებს, მოპარული უკრაინული მარცვლეულით დატვირთული რუსული გემი დააკავოს, რომელიც ხაიფას პორტში შევიდა, - ინფორმაციას გამოცემა თაიმს ოფ ისრაელ ავრცელებს. უკრაინული ცენტრის „მიროტვორეცის" ჟურნალისტის, კატერინა იარესკოს ცნობით, ისრაელმა ხაიფას პორტში შესვლის უფლება მისცა რუსულ გემს, რომელსაც ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიიდან მოპარული მარცვლეული გადააქვს.
|
თამთა ჩაჩანიძე 15.04.2026

რუსეთში საკანონმდებლო დონეზე განიხილება ინიციატივა, რომელიც სახელმწიფოს აძლევს უფლებას საკუთარი მოქალაქეების დასაცავად სამხედრო ძალაც კი გამოიყენოს ქვეყნის საზღვრებს გარეთ. აღნიშნული საკითხი საერთაშორისო სამართლისა და გეოპოლიტიკური სტაბილურობის კუთხით სერიოზულ კითხვებს აჩენს.
|
ნატალია ჯვარიძე 15.04.2026

ირანის წინააღმდეგ ომი დასრულებასთან ახლოსაა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox Business-თან ინტერვიუში განაცხადა. "მიმაჩნია, რომ თითქმის დასრულებულია", - განაცხადა ტრამპმა. მისი თქმით, ირანს შეთანხმების დადება სურს.
|
თამთა ჩაჩანიძე 15.04.2026

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ინტერპელაციის წესით პარლამენტში დეპუტატების კითხვებს უპასუხა, რომელიც ძირითადად შეეხებოდა საგარეო პრიორიტეტებს, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, პარტნიორებთან ურთიერთობის ფაზებსა და საქართველოს პოზიციას რეგიონსა და მსოფლიოში.
|
ირმა ჩიტაია 14.04.2026

ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების დინამიკა მზარდია. მართალია შარშანდელთან შედარებით ტემპი დაბალია, მაგრამ ტენდენცია არ შეცვლილა. ხელისშემშლელი ფაქტორები კი ბევრია - მსოფლიოში არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარება, ნავთობის არასტაბილური ფასი, ლოგისტიკის გაძვირება და ა.შ. შესაბამისად, მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენების პარალელურად სპეციალისტებს პროგნოზის გაკეთება უჭირთ.
|
ქეთო გოგოხია 14.04.2026

შუა დერეფნის როლი იზრდება. ბოლო პერიოდში ამ მხრივ სერიოზული გავლენა იქონია ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ ერთი შესაძლებლობაა, გაზრდილ ტვითნაკადს მოემსახუროს. ტვირთების გარკვეული ნაწილი უკვე დაიძრა საქართველოსკენ, რაზეც სპეციალისტების ნაწილი დიდ იმედს ამყარებს, ნაწილიც ცოტა სკეპტიკურადაა განწყობილი და ფიქრობს, რომ სახელმწიფოს ამ გამოწვევის საპასუხოდ არც ინფრასტრუქტურა აქვს და არც ადამიანური რესურსი.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|