თამთა ჩაჩანიძე
01.09.2026

პოლიტიკური სეზონის გააქტიურების ფონზე, საქართველოში როგორც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირების, ისე დასავლეთთან ურთიერთობების საკითხი კვლავ დღის წესრიგის მთავარ თემებად რჩება. ამასთან, განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს მმართველ გუნდთან დაკავშირებული შიდა პროცესები და ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილები.

მარიამ ვეკუა
01.09.2026

ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობისა და უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერები სტრატეგიული ალიანსის გაღრმავებაზე კიდევ ერთხელ შეთანხმდნენ. ბიშკეკში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე, სი ძინპინმა და ვლადიმერ პუტინმა ყურადღება ეკონომიკურ პარტნიორობასა და „ციმბირის ძალა-2"-ის პროექტზე ყურადღება გაამახვილეს.

ნატალია ჯვარიძე
01.09.2026

პატიმრობაში მყოფი ექსპრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ახალ წერილს აანონსებს, სადაც საუბარი პოლიტიკიდან ახლახან წასულ მამუკა მდინარაძეს შეეხება. როგორც მისი ადვოკატი ამბობს, საზოგადოებას წერილებს არ მოაკლებს. მმართველ გუნდში ამას ჭორაობას უწოდებენ, ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ „ჩაშვების სერია დაიწყო".

ღარიბაშვილის ადვოკატის თქმით, ექსპრემიერი მდინარაძეზე საუბარს რიგით მე-5 წერილში აპირებს.

მარიამ ვეკუა
01.09.2026

რუსეთის მიერ უკრაინის მასშტაბური დაბომბვების ფონზე, კაია კალასი ევროპელ მოკავშირეებს მოუწოდებს, კიევს სასწრაფოდ მიაწოდონ ანტისაჰაერო რაკეტები. ირლანდიაში შეკრებილ თავდაცვის მინისტრებს ევროკომისარმა ასევე წარუდგინა ინიციატივა ახალი სამხედრო-პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესახებ, რომელმაც ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა უნდა გარდაქმნას.

რეზონანსი
01.09.2026

ორგანიზაცია „ადამიანის უფლებები საზღვრების გარეშე“ (HRWF), CAP Liberté de Conscience-თან (CAP LC) ერთად, რომელსაც გაეროში ECOSOC სტატუსი აქვს აკრედიტებული, FOREF-თან, CESNUR-თან და Bitter Winter-თან ერთად, 7 აგვისტოს სეულის უცხოელ კორესპონდენტთა კლუბში პრესკონფერენცია გამართეს სამხრეთ კორეაში რელიგიის ან რწმენის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ.

თამთა ჩაჩანიძე
31.08.2026

პრეზიდენტის ნაცვლად, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე წელს პრემიერი ირაკლი კობახიძე გაემგზავრება, ეს იმ ფონზე ხდება, როცა მმართველი გუნდი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვაზე ღიად საუბრობს და ანალიტიკოსებიც მიიჩნევენ, რომ სრულიად ბუნებრივია ასეთი ტიპის ფორუმები გამოყენებულ იქნას ორი ქვეყნის ურთიერთობის აღსადგენად, თუმცა, "ოცნებაში"ამბობენ, რომ გაეროს ფორმატი და ვაშინგტონთან ორმხრივი ურთიერთობა ერთმანეთისგან დამოუკიდებელი საკითხებია.

ნატალია ჯვარიძე
31.08.2026

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა, - ინფორმაციას აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

თამთა ჩაჩანიძე
31.08.2026

მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას, მალევე მოჰყვა მთავრობის სტრუქტურაში დაგეგმილი ცვლილებების გადახედვა - რეგიონული პოლიტიკის საკითხებში ახალი სახელმწიფო მინისტრის პოზიცია აღარ შეიქმნება, ამასთან, გაუქმდება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის მიმართულებით სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, ცვლილებებზე მსჯელობა სავარაუდოდ, მომდევნო სასესიო კვირაში გაიმართება.

ნატალია ჯვარიძე
31.08.2026

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, განცხადებით, ირანის ენერგეტიკული ჰაბი, კუნძული ხარგი, მთლიანად ნადგურდება. „კუნძული ხარგი ნანგრევებად იქცევა!!! პრეზიდენტი დონალდ ტრამპი", - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში, თუმცა დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებია.

ნატალია ჯვარიძე
30.08.2026

რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე მასობრივი თავდასხმებისთვის ემზადება, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნატალია ჯვარიძე
30.08.2026

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა, ჯონ რეტკლიფმა, მოსკოვში ვიზიტის დროს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სამმხრივი შეხვედრის შესახებ წინადადება წარადგინა, - ინფორმაციას „აქსიო" ამ საკითხზე ინფორმირებულ ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მარიამ ვეკუა
29.08.2026

მშვიდობიანი მოლაპარაკებების ჩაშლისა და დიპლომატიური ჩიხის ფონზე, რუსეთი უკრაინასა და მთელ რეგიონში მასშტაბური ესკალაციის ახალი ტალღისთვის ემზადება. დასავლური დაზვერვის მონაცემებითა და პოლონეთის პრემიერ დონალდ ტუსკის გაფრთხილებით, მომდევნო 7-8 თვე უსაფრთხოების კუთხით კრიტიკული იქნება.კიევზე ბალისტიკური დარტყმების გაძლიერებისა და ბირთვული შანტაჟის ფონზე, როგორ ჩანს, მოსკოვი ფსონს ომის კიდევ უფრო გამწვავებასა და პარტნიორების გამოფიტვაზე დებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×