ქეთო გოგოხია
21.05.2025

თბილისში არაერთი არქიტექტურული ნაგებობაა, რომელიც ქალაქის იერსახეს ამახინჯებს. ,,რიყის დოქები" პირველი პრეცედენტია, როცა მასშტაბური ნაგებობის დემონტაჟი გადაწყვეტილია. იმისთვის, რომ მსგავსი შეცდომები არ იქნას დაშვებული და ქალაქის განვითარება სწორად განისაზღვროს, სპეციალისტები გამოსავალს მშენებლობის მიმართ კონტროლის გამკაცრებაში ხედავენ. ამასთან, უნდა დამუშავდეს თბილისის ხედვითი კორიდორების პროექტი, სადაც მოხდება უკვე აშენებული შენობების აღრიცხვა და განისაზღვრება ისიც, რა არ უნდა აშენდეს, რათა პროექტი დედაქალაქის ურბანულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში იყოს.

თამთა ჩაჩანიძე
21.05.2025

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ევროპული პოლიტიკური საზოგადოების ალბანეთის სამიტის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ევროპული ბიუროკრატია "აბსოლუტურად უსამართლოა" ქართველო ხალხისა და საქართველოს მიმართ და ამას სხვა ახსნა არ აქვს თუ არა ის, რომ "დიფ სთეითი" ევროპულ გაერთიანებაში "ხელს აფათურებს".

მარიამ ვეკუა
21.05.2025

რუსეთსა და უკრაინას შორის მემორანდუმზე მუშაობა დინამიურად მიმდინარეობს, არავის სურს პროცესის გაჭიანურება - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. უკრაინულ მხარეს ოფიციალური განცხადება მემორანდუმთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, არ გაუკეთებია.

ნატალია ჯვარიძე
21.05.2025

„რუსეთი არ არის წინააღმდეგი ამიერკავკასიაში მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარების, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს რეგიონში დაძაბულობის შექმნას არ ისახავს მიზნად, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სომეხ კოლეგასთან, არარატ მირზოიანთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.

მარიამ ვეკუა
21.05.2025

26 მაისის წინ პოლიტიკური ტემპერატურა მკვეთრად იზრდება - ოპოზიციური სპექტრის ნაწილი რადიკალურ ქმედებებს აანონსებს, ხელისუფლება კი კანონის ძალით პასუხის გაცემაზე საუბრობენ.

ნატალია ჯვარიძე
21.05.2025

დონალდ ტრამპმა 175 მილიარდი დოლარის ღირებულების „ოქროს გუმბათის" პროექტი დაამტკიცა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა. დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ „ოქროს გუმბათის" თავდაცვითი ფარი მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე უნდა ამოქმედდეს და შესაძლოა, პროგრამას კანადაც შეუერთდეს.

თამთა ჩაჩანიძე
21.05.2025

"მსურველთა კოალიციის" გეგმები ჯერ დასრულებული არაა, თუმცა ქვეყნები მზად არიან პრაქტიკული ნაბიჯები გადადგან და საკუთარი წვლილი შეიტანონ უკრაინის და მთლიანი ევროპის თავდაცვის საქმეში, ამ მხრივ განსაკუთრებით საფრანგეთის როლი იზრდება, ამას მოსკოვიც აღნიშნავს და ფრანგების აქტიურობით განსაკუთრებით აღშფოთებულია.

ანა ნოზაძე
21.05.2025

სამყაროს უსასრულობას ყველაზე უფრო მეტად ტექნოლოგიების განვითარება წარმოაჩენს. ტექნოლოგია არის ნივთიერების, ენერგიისა და ინფორმაციის გადამუშავების ხერხი. მე-19 საუკუნიდან მკვეთრად აჩქარებული ტექნოლოგიების განვითარება განსაკუთრებულად მიბმულია ინფორმაციის დამუშავებასა და გადაცემაზე.  ეს ბუნებრივია, რადგან ინფორმაცია ყველაზე მნიშვნელოვანი ცოდნაა. შესაბამისად, ინფორმაციის გაცვლის, გადაცემის, შენახვისა და დაცვის ტექნოლოგიების განვითარება ყველასთვის უპირატესი გახდა.

გვანცა წულაია
20.05.2025

დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნებული დადებითი ტენდენცია შეიცვალა და საქართველოში უმუშევრობა გაიზარდა. 2025 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სხვაობამ 0.7% შეადგინა და მაჩვენებელი 14.7% გახდა. რამ შეცვალა პოზიტიური სურათი და რა იქნება მომავალში?

მარიამ ვეკუა
20.05.2025

ოპოზიციაში მორიგი დაპირისპირების მიზეზი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო გირაოს დაფარვის საკითხია. ოპოზიციონერთა ნაწილი გირაოს გადახდას არ აპირებს, ნაწილს კი გადახდილი აქვს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ თუ ოპოზიციონერები საპარლამენტო საგამოძიებო სხდომაზე არ გამოცხადდებიან და კომისიის წესებს „აბუჩად აიგდებენ", სამართლებრივი პასუხი შესაბამისი იქნება.

თამთა ჩაჩანიძე
20.05.2025

რამდენიმე დღეში "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი" ამოქმედდება, კანონს ანტიკორუფციული ბიურო აღასრულებს. ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა აქტის განხილვის ფარგლებში, 21 მაისს დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრასაც გამართავს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×