თამთა ჩაჩანიძე
05.04.2026

ხელისუფლება არ ეთანხმება იმ შეფასებას, რომ „ქართული ოცნებისთვის" ნებისმიერი სახალხო პროტესტი მიუღებელია. პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ობიექტური პროტესტი ყოველთვის იქნება მხედველობაში მიღებული, თუმცა აკრიტიკებს რუსთაველის გამზიზრე გამართულ ყოველდღიურ მცირე მასშტაბის აქციებს, რომელიც, მისი მტკიცებით, სრულად არ ასახავს საზოგადოების ნებას და საბოტაჟის ელემენტებს შეიცავს.

თამთა ჩაჩანიძე
05.04.2026

მმართველი პარტია აპრილში აშშ-დან დელეგაციის ვიზიტს აანონსებს. მათი შეფასებით, ამერიკელების ჯგუფი ადგილზე სიღრმისეულად შეისწავლის პროცესებს და ამის საფუძველზე გადაიდგმება პარტნიორობის კუთხით შემდგომი ნაბიჯები. განცხადება დაგეგმილი ვიზიტის შესახებ იმ ფონზე გაკეთდა, როდესაც ოპოზიციური ალიანსის ლიდერები თავად ემზადებიან აშშ-ში ვიზიტისათვის.

ნატალია ჯვარიძე
05.04.2026

უფასო სასადილოებისთვის განკუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში დაკავებულმა პირებმა დანაშაული აღიარეს და სასამართლომ ისინი გირაოთი გაათავისუფლა. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ეს სკანდალი არა კორუფციასთან ბრძოლა, არამედ ხელისუფლებაში შიდა კლანური დაპირისპირებაა, რომლის მიზანიც თბილისის მერის, კახა კალაძეზე გასვლაა. თავად კალაძე ამბობს, რომ ამას მასთან კავშირი არ აქვს.

მარიამ ვეკუა
05.04.2026

კვირას „ნასამ" მისიის „არტემის II"-ის ფარგლებში გადაღებული პირველი მაღალი გარჩევადობის ფოტოები გაავრცელა. კადრები ეკიპაჟმა მას შემდეგ გადაიღო, რაც კოსმოსური ხომალდი დედამიწის ორბიტას გასცდა და მთვარისკენ აიღო კურსი - ეს არის მომენტი, რომელმაც 1972 წლის შემდეგ პირველად დააფიქსირა ადამიანის დაბრუნება ღრმა კოსმოსში.

მარიამ ვეკუა
04.04.2026

ოპოზიციური ალიანსი ორი თვის შემდეგ თბილისში მასშტაბური აქციისთვის ემზადება. ხელისუფლებაში კი იმაზე საუბრობენ, თუ რატომ არ შეიყვანეს ამ გაერთიანებაში ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და სავარაუდოდ ვინ გახდება მის ნაცვლად ოპოზიციის ახალი ლიდერი. ამაზე განცხადება პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გააკეთა.

მარიამ ვეკუა
04.04.2026

თეირანზე ისრაელის საჰაერო დარტყმებისა და ირანის მიერ ორი ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავის ჩამოგდების პარალელურად, ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის მცდელობები ჩიხში შევიდა. ოფიციალური თეირანი უარყოფს როგორც 48-საათიან ზავის წინადადებას, ისე დონალდ ტრამპის მტკიცებას, რომ ირანული მხარე დეესკალაციას ითხოვდა.

ნატალია ჯვარიძე
04.04.2026

სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტზე და აფხაზეთის საზღვართან ახლოს, სოფელ ყულევთან საფრენი აპარატის ფრაგმენტებია აღმოჩენილი. ერთი ვერსიით, ეს არის რუსული სამხედრო ტიპის დრონი, რომელიც ტექნიკური გაუმართაობის გამო შავ ზღვაში ჩამოვარდა და დინებამ ყულევთან გამორიყა. ზოგი არც იმას გამორიცხავს, რომ ეს უკრაინული დრონი იყოს.

თამთა ჩაჩანიძე
03.04.2026

ტრამპის ადმინისტრაციაში სულ უფრო რეალისტურ სცენარად აღიქვამენ ნატო-დან აშშ-ს გამოსვლას, მათ შორის საუბრობენ იმაზეც, რომ შესაძლოა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ჩანაცვლება გახდეს საჭირო და ალტერნატიული, უფრო ძლიერი სამხედრო გაერთიანება შეიქმნას.

მარიამ ვეკუა
03.04.2026

მიუხედავად ხუთკვირიანი ინტენსიური ავიაიერიშებისა, ირანი სამხედრო შესაძლებლობების მნიშვნელოვან ნაწილს ინარჩუნებს - აშშ-ის დაზვერვის შეფასებით, სარაკეტო გამშვები სისტემების დაახლოებით ნახევარი და ათასობით დრონი კვლავ მზადყოფნაშია, რაც რეგიონში ესკალაციის რეალურ საფრთხეს აჩენს.

ნატალია ჯვარიძე
03.04.2026

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ეკლესიასა დ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელი ოპოზიცია საქართველოს დამოუკიდებლობის მტერია, რაზეც მიუთითებს უცხოეთში მათი გახშირებულ ვიზიტები. პაპუაშვილი მიუსაფარ ძაღლებზე ატეხილ სკანდალებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ამაზე დიდი პრობლემა ემოციურად დაზიანებული რადიკალური ოპოზიციაა".

თამთა ჩაჩანიძე
03.04.2026

„ქართული ოცნების" მხრიდან უკვე ერთხელ უარყოფილი დიალოგის მიუხედავად, პარტია „ლელო" კვლევ მიიჩნევს, რომ პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი მოლაპარაკებებია რიგ საკითხებთან მიმართებაში და შესაბამისად ხელისუფლებასთან დიალოგი.

ნატალია ჯვარიძე
03.04.2026

იმის გამო, რომ ტრამპმა ვერ მოახერხა ნატოს დარწმუნება, ირანთან კონფლიქტში მხარი დაეჭირა, ალიანსიდან გასვლით და ორგანიზაციის განადგურებით იმუქრება. ნატოს ოფიციალური პირები ხუთ სავარაუდო გზასაც ასახელებს, თუ როგორ შეუძლია ტრამპს შური იძიოს. მათ შორის განხილება რიტორიკის გაძლიერება, ამერიკული ჯარების გაყვანა და „რბილად" ან „რთულად" გასვლა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×