ნატალია ჯვარიძე
21.12.2024

ოთხი დაღუპული, მათ შორის ერთი ბავშვი და 60-ზე მეტი დაშავებული. გერმანიის ქალაქ მაგდებურგში საშობაო ბაზრობაზე მანქანა შევარდა. თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია, მაგრამ, მოტივი ჯერჯერობით უცნობია. გერმანული გამოცემა dpa-ის ცნობით, ქალაქ მაგდებურგში მომხდარი ინციდენტის შემდეგ მძღოლი პოლიციამ დააკავა. AFP აღნიშნავს, რომ 60-80- ადამიანი დაშავდა.

ნატალია ჯვარიძე
21.12.2024

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი ელოდა გამოქვეყნდა. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების საბოლოო ანგარიში მის წინასწარ დასკვნებს ადასტურებს, რაც მმართველ პარტიასა და ოპოზიციაში სხვადასხვანაირად იქნა აღქმული.

ნატალია ჯვარიძე
20.12.2024

„ბილდის" ანალიტიკოს იულიან რიოპკეს განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალები დონეცკის რეგიონის ქალაქ კურახოვოდან გავიდნენ. რიოპკეს თქმით, ცოცხალი ძალის ნაკლებობის გამო, უკრაინელი სამხედროები იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ ქალაქი.

თამთა ჩაჩანიძე
20.12.2024

ოპოზიცია ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ალან ბერსეს 18-20 დეკემბრის ვიზიტის შეფასებისას ამბობს, რომ „შარლ მიშელი 2" არ იქნება. ოთხმა ოპოზიციურმა პლატფორმამ საერთო განცხადებაშიც დააფიქსირა საკუთარი პოზიციები ბერსეს პრესკონფერენციაზე. მათი თქმით, „ეს არ ემსახურებდა კრიზისის განმუხტვას".

რეზონანსი
20.12.2024

რუსეთის ლიდერი მზადაა კომპრომისებისთვის, თანახმაა ამერიკის მომავალ პრეზიდენტს მოელაპარაკოს და ომი უკრაინაში დასრულდეს, „თუ სურვილი მეორე მხრიდანაც იქნება".

რეზონანსი
20.12.2024

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ პარასკევს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ხაზგასმით თქვა, რომ დელეგაციის საქართველოში ჩამოსვლა მთავრობის ლეგიტიმაციის აღიარებას არ ნიშნავს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის შეცვლის აუცილებლობაზე ილაპარაკა და უახლოესი კვირების განმავლობაში სამუშაო ჯგუფი შექმნა დაანონსა, რომელიც კანონის შეცვლაზე იმუშავებს. შეხვედრაზე აქცენტი გააკეთდა ევროპის საბჭოს მოთხოვნაზე, რომ სახელმწიფო უწყებებმა შეწყვიტონ არაპროპორციული ძალის გამოყენება და გაათავიუფლონ ადმინისტაციული წესით დაკავებულები.

ნატალია ჯვარიძე
20.12.2024

დასავლეთის მხრიდან „ქართულ ოცნებაზე" სანქციების დაწესებამ საკმაოდ დინამიური ხასიათი მიიღო. ეს ჯერ მოსამართლეებით დაიწყო და ბოლოს აკრძალვები ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუწესდათ. ანალიტიკოსები სანქციების შესაძლო უკიდურეს ფორმებზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ თუ „ოცნება" პოზიციას არ შეიცვლის, ეს გაგრძელდება.

თამთა ჩაჩანიძე
20.12.2024

აშშ-ს გადაწყვეტილების შემდეგ, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე დანიშნა. ამასთან, მთავრობა შსს-ს 11 ხელმძღვანელ პირს ღირსების ორდენზე წარადგენს. კობახიძის თქმით, თუ სანქციების გამო, რომელიმე მოხელეს "ფინანსური დანაკლისი შეექმნება, სახელმწიფო აანაზღაურებს".

ქეთო გოგოხია
20.12.2024

ციტრუსის სეზონი დასასრულს უახლოვდება. ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, მოსავალი წელს რეკორდული არ არის, მაგრამ ყველა პირობაა იმისთვის, რომ ნარინჯისფერი რთველით ყველა მხარე იყოს კმაყოფილი - სახელმწიფოც, ბიზნესიც და მოსახლეობაც.  მოლოდინი დადებითია, რის იმედსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან გატარებული ღონისძიებები იძლევა. 

გვანცა წულაია
19.12.2024

მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება, ეროვნულმა ბანკმა თავი დაიზღვია და რეფინანსირების განაკვეთი 8%-ზე დატოვა. ფასების ინდექსის კუთხით 2024 წელი, წინა წლების მსგავსად, პოზიტიურად სრულდება, თუმცა დაძაბული პოლიტიკური სიტუაციის გამო, მომავალი გაურკვეველია და შესაძლოა, დაბალი ინფლაციის შენარჩუნება გაჭირდეს. 

გვანცა წულაია
19.12.2024

საქართველოში ჩინური ავტომობილების პოპულარობა იზრდება, ამას მოწმობს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ჩინური წარმოების მანქანების შემოყვანა ძალიან გახშირდა. უმთავრესი მიზეზი, რა თქმა უნდა, მისი სიიაფეა და არ არის გამორიცხული, რომ საქართველოში კონკრეტული ქვეყნის ავტომობილებმა ევროპულ და ამერიკულ მანქანებს კონკურენცია გაუწიონ. 

თამთა ჩაჩანიძე
19.12.2024

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს არ დატოვებს და 31 დეკემბერს „ახალი წლის საპროტეტსო ღამეს" აანონსებს, თუმცა მანამდე ანალიტიკოსები დაძაბულ 29 დეკემბერს პროგნოზირებენ, მაშინ, როცა 300-კაციანი კოლეგიის მიერ პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონია უნდა გაიმართოს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×