ქეთო გოგოხია 16.09.2024

სამშენებლო სფეროს რეგულირების მიუხედავად, დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებშიც მშენებლობები ისე მიმდინარეობს, რომ გარშემო ინფრასტრუქტურა ზიანდება და მოქალაქეების უსაფრთხოება რისკი ექმნება. კერძო სექტორი და არც მერია მოსახლეობასთან კომუნიკაციას და არც გაცემული ნებართვების გადახედვას არ ცდილობენ, რაც საბოლოოდ მობინადრეებს დიდ პრობლემას უქმნის. განსაკუთრებით უჭირთ ახლომდებარე დაბალ შენობებს, რადგან მიმდინარე მშენებლობის გამო იშლება ქანები და იბზარება საცხოვრებელი კორპუსები აღარაა უსაფრთხო. პრობლემას სპეციალისტები კანონმდებლობის ხარვეზს უკავშირებენ და აცხადებენ, რომ ნებართვების გაცემამდე არ ხდება მშენებლობასთან დაკავშირებული გარკვეული საკთხების შესწავლა, მათ შორის, მოსახლეობასთან ურთიერთობა, ჰიდროგეოლოგიის გათვალისწინება და სხვა, რაც საერთოდ კანონმდებლობის მიღმაა.
|
ქეთო გოგოხია 16.09.2024

მომსახურების სფეროში უცხოელი იაფი მუშახელი მომრავლდა. განსაკუთრებით საკურიერო ბიზნესში, სადაც მიმტანებად არაერთი ჩინელი, ინდოელი და ირანელია დასაქმებული. როგორც ჩანს, საქართველოში არსებული კადრების დეფიციტის შევსებას ბიზნესი უფრო დაბალანაზღაურებადი ქვეყნებიდან სამუშაო ძალის მოზიდვით ცდილობს. პრობლემას ამ შემთხვევაში ენის ბარიერი ქმნის, რაც მომსახურების ხარისხზე უარყოფითად მოქმედებს და მომხმარებლებშიც გარკვეულ დისკომფორტს ქმნის. მიუხედავად ამისა, ეს უცხოელების დასაქმებას ხელს არ უშლის.
|
ნატალია ჯვარიძე 16.09.2024

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა კოალიცია „ძლიერი საქართველოს" და პარტია „გახარია-საქართველოსთის" გაერთიანებაზე. მან ინიციატივას სრული მხადარაჭერა გამოუცხადა და მოლაპარაკების ბოლო ეტაპის გასავლელად მხარეები ხვალ, ორბელიანების სასახლეში მიიპატიჟა. პრეზიდენტმა მოახლოებულ არჩევნებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ განსაკუთრებული დღე იქნება, რადგან ხალხმა არჩევანი უნდა გააკეთოს ევროპასა და რუსეთს შორის.
|
თამთა ჩაჩანიძე 16.09.2024

"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ბევრ რამეში ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიასა და მისი ხედვები ერთმანეთს ემთხვევა, თუმცა მათი ალიანსი შესაძლოა მხარეების ელექტორატისთვის მისაღები არ იყოს. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი მათ გაერთიანებას მხარდაჭერას უცხადებს და 17 სექტემბერს ორივე ძალას ორბელიანების სასახლეში ეპატიჟება, „რათა მოლაპარაკებების ბოლო ეტაპი დაუყოვნებლივ გაიმართოს".
|
ნატალია ჯვარიძე 16.09.2024

58 წლის რაიან უესლი როუთი, რომელიც ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შესაძლო მკვლელობის მცდელობაშია ეჭვმიტანილი, სოციალურ მედიაში ტრამპს ხშირად აკრიტიკებდა, - ამის შესახებ „სი ენ ენი" იუწყება. ტელეკომპანიის ცნობით, ივლისში ტრამპზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, როუთმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს მოუწოდა, სროლის შედეგად დაჭრილები მოენახულებინათ და მოკლულის პანაშვიდს დასწრებოდნენ.
|
თამთა ჩაჩანიძე 16.09.2024

ცესკოს ინფორმაციით, 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის, პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსს, რეგისტრირებული 27 პარტიიდან ხელი ექვსმა მოაწერა. აღნიშნულთან დაკავშირებით კი მმართველ პარტიას ეჭვი აქვს, რომ ოპოზიცია არ აპირებს, რომ არჩევნების შედეგები აღიაროს და „აქედანვე ამზადებს საბაბს". თავად ოპოზიციას ამაზე კომენტარი არ გაუკეთებია და საარჩევნო კამპანიას ეწევა რეგიონებში.
|
თამთა ჩაჩანიძე 15.09.2024
კიევში გადაჭრით უარყოფენ დასავლურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უკრაინას წლის ბოლომდე საბრძოლო მოქმედებების „გაყინვა" სურს. ლაპარაკია პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მომზადებულ „გამარჯვების გეგმაზე", რომელსაც სექტემბრის ბოლომდე ის პირადად ჩაიტანს აშშ-ში. ამის საპირისპიროდ უკრაინაში აცხადებენ, რომ კონფლიქტის შეჩერება და დღევანდელი სტატუს-კვოს შენარჩუნება პირიქით, რუსების ინტერესშია.
|
თამთა ჩაჩანიძე 15.09.2024

„ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მწვავედ კრიტიკული შეფასება აქვს ოპოზიციას, რომელიც აცხადებს, რომ ივანიშვილის ნათქვამი რუსეთის ინტერესებს ემსახურება, ანტისახელწიფოებრივია და რომ საქართველოს ბოდიშის მოსახდელი არაფერი აქვს. იგივე პოზიცია აქვს საზოგადოების მნიშნელოვან ნაწილს. ანალიტიკოსები კი „რეზონანსთან" იმაზე საუბრობენ, თუ რა გაგრძელება ექნება ამას საქართველოს კიდევ ერთი ოკუპირებული ტერიტორიი მოსაზღვრედ, ზუგდიდში გამართულ „ქართული ოცნების" წინასაარჩევნო შეხვედრაზე.
|
ელზა პაპოშვილი 15.09.2024

ცხრაწლიანი ძებნის შემდეგ საქართველოში ექსტრადირებულია პირი, რომელმაც, გამოძიების ვერსიით, 9 წლის წინ ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი მოკლა. წითელი ცირკულარით ძებნილი ფარიდ გურბანოვი თურქეთში დააკავეს. სამართალდამცავ უწყებებს იმედი აქვთ, რომ იგი დაკითხვისას დანაშაულის შემკვეთის ვინაობას დაასახელებს. გურბანოვს უვადო პატიმრობა დაუსწრებლად ჯერ კიდევ 2016 წელს მიუსაჯეს.
|
ელზა პაპოშვილი 14.09.2024

მმართველი გუნდი არჩევნების მოახლოვებასთან ერთად სულ უფრო აქტიურად საუბრობს იმაზე, რომ ოპოზიცია არა 26, არამედ 27 ოქტომბრისთვის ემზადება. რამდენად საფუძვლიანია „ქართული ოცნების“ ეს ბრალდებები და რა პროცესები გველოდება ოქტომბრის ბოლოს? ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის რევოლუციურ გეგმებზე საუბარი მმართველი პარტიის პიარის ნაწილი. სხვების აზრით კი, ოპოზიციას ნებისმიერ ფასად სურს ხელისუფლებაში მოსვლა და თუ ეს 26 ოქტომბერს არჩევნების გზით ვერ მოხერხდა, 27-დან ამას უკვე სხვა გზებით შეეცდებიან.
|
ნატალია ჯვარიძე 14.09.2024

საქართველოში 2020 წლიდან მოყოლებული, საქართველოში სიკვდილიანობის მაჩვენებელი შობადობას აღემატება. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ქვეყანა სერიოზული კოლაფსის წინაშე დგას, რასაც ამძაფრებს ქვეყნიდან რეპროდუქციულ ასაკში მყოფი ქალების გადინება. მათივე თქმით, საქართველოს მოსახლეობა რეგიონში ყველაზე ხანდაზმულია, რაც ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევაა ეროვნული უსაფრთხოებისათვის.
|
ნატალია ჯვარიძე 14.09.2024

ოპოზიცია ძალიან ფრთხილად უნდა იყოს საარჩევნო სიების შედგენისას და არ უნდა შეიყვანოს მასში „მერყევი ელემენტები". ამის შესახებ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საუბრობს და ოპოზიციას ახალ საფრთხეზე მიუთითებს - „ქართული ოცნება" არჩევნებზე ვერ შეძლებს პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებას და ამ მიზნის მისაღწევად ოპოზიციური პარტიებიდან პარლამენტში გასული დეპუტატების გადაბირებას შეეცდება. რას ნიშნავს სააკაშვილის ეს განცხადება და რომელ ოპოზიციური პარტიების სიებში შეიძლება იყვნენ ასეთი „მერყევი ელემენტები"?
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|