ელზა პაპოშვილი 25.10.2023

დიღომში, სუპერმარკეტ "გუდვილის" მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დისტრიბუტორთან კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე, გზის არდათმობის გამო, მსუბუქი ავტომობილის მძღოლს მოუვიდა. დისტრიბუტორი სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა ფეხის არეში დაჭრა. დაჭრილი 28 წლის კაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ "ვივამედის" კლინიკაში გადაიყვანა. სავარაუდო დამნაშავემ კი ტერიტორია დატოვა.
|
ელზა პაპოშვილი 25.10.2023

უკრაინის ფრონტის ხაზზე ბრძოლები კვლავ აქტიურად მიმდინარეობს. განსაკუთრებული ყურადღება ისევ ავდიევკას და ყირიმის მიმართულებაზეა. ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ რუსები ცდილობენ იქ გააძლიერონ დაცვის ხაზი, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალების კონცენტრაცია იზრდება.
|
ქეთო გოგოხია 25.10.2023

შეშის მიმართ აჟიოტაჟი ერთი შეხედვით, ჩაცხრა, თუმცა მისი გამოყენების მასშტაბი კვლავ მაღალია. თუკი შემოდგომიდან მოსახლეობა იჭერდა თადარიგს და მუდმივად საწვავი მასალის ხელმისაწვდომობას აპროტესტებდა, დღესდღეობით ასეთი პანიკური სიტუაცია არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა მოგვარდა. გაზიფიცირების მასშტაბები რეგიონებში საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს, მაგრამ როგორც გათბობის საშუალება, გაზმა შეშა ვერ ჩაანაცვლა. ამის ერთ-ერთი მიზეზი მაღალი ხარჯია, რის გამოც ხალხი უპირატესობას ისევ შეშას ანიჭებს.
|
თამთა ჩაჩანიძე 25.10.2023

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა მოლდოვისა და უკრაინის დეპუტატებს ევროპარლამენტში დამკვირვებლის სტატუსს სთავაზობს. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს იმის ცალსახა ნიშანია, რომ ინტეგრაციის პროცესები ჩქარდება. საქართველოსთან მიმართებაში კი მსგავსი შეთავაზება შესაძლოა კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ გაჩნდეს. ევროკომისიის შუალედურ ანგარიშს ქვეყანა 8 ნოემბერს ელოდება, წლის ბოლოს კი ევროპულმა საბჭომ უნდა გადაწყვიტოს გვეკუთვნის თუ არა სტატუსი.
|
გვანცა წულაია 25.10.2023

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა არ შეარბილა და რეფინანსირების განაკვეთი 10%-ზე დატოვა. შესაბამისმა გადაწყვეტილებამ ეკონომისტების თუ საბანკო სპეციალისტების მოლოდინი გაამართლა. მათი აზრით, სებ-ის გადაწყვეტილება ლოგიკურია, რადგან არსებობს რისკი, მათ შორის ლარის გაუფასურების და ამიტომ ჯერჯერობით მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებაა საჭირო.
|
თამთა ჩაჩანიძე 25.10.2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში „გლობალური კარიბჭის ფორუმი 2023"-ის გახსნას დაესწრო, ღონისძიება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გახსნა. სიტყვით ასევე გამოვიდნენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები. მანამდე ღარიბაშვილი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს - ოლივერ ვარჰეის შეხვდა, სადაც ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესზე იმსჯელეს.
|
ია აბულაშვილი 25.10.2023

"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება, ნიკა მელია პარტიის ახალ მენეჯმენტს პირობას უყენებს გაემიჯნოს კეზერაშვილ-მერაბიშვილის არაფორმალურ მმართველობას, წინააღმდეგ შემთხვევაში ის პოლიტიკური მოძრაობიდან წასვლის გადაწყვეტილებას მიიღებს.
|
გვანცა წულაია 24.10.2023

საქართველომ წელს განსაკუთრებით ბევრი ელექტროენერგია გაყიდა. გაზაფხულის ბოლოდან დაწყებული დენის ექსპორტი დღესაც გრძელდება. შთამბეჭდავი შედეგი, ერთი მხრივ, ბუნებრივი აირის ჭარბმა რაოდენობამ განაპირობა, რომელიც თბოსადგურებმა გამოიყენეს, მეორე მხრივ კი წყალუხვობამ. გარდა ამისა, 2023 წლის განვლილ თვეებში უმსხვილესი საწარმოების მიერ ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა, შესაბამისად, ამ გარემოებამაც გააჩინა ჭარბი ელექტროენერგია.
|
გვანცა წულაია 24.10.2023

მონეტარული პოლიტიკის რამდენჯერმე შერბილებამ სესხები ოდნავ გააიაფა, თუმცა ცვლილება მნიშვნელოვანი არ არის და ქვეყანაში კრედიტის მომსახურება დღესაც ძვირია. წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთის კიდევ დაიკლებს, მაგრამ არც ეს მოიტანს საპროცენტო განაკვეთის მნიშვნელოვან ცვლილებას.
|
ელზა პაპოშვილი 24.10.2023

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ახალი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის ფორმირებაა დაგეგმილი - ამის შესახებ კი ინფორმაციას მმართველი პარტია ავრცელებს. საუბარია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის, ექს-პრემიერი გიორგი გახარიასა და ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ალიანსზე. ანალიტიკოსებს ამ ინფორმაციის რეალობაზე საუბარი უჭირთ, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ მოქმედ პრეზიდენტს ამგვარი პოლიტიკური აქტივობა კანონით ეკრძალება. თუმცა მიიჩნევენ, რომ თუ ეს ალიანსი მართლაც შედგა, მას 5%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვა არ გაუჭირდება.
|
თამთა ჩაჩანიძე 24.10.2023

იმ ფონზე, როცა მსოფლიო ყურადღება ისრაელი-„ჰამასის" დაპირისპირებისაკენაა მიმართული, რუსეთის არმია უკრაინის მთავარი დაცვითი ხაზის გარღვევას ცდილობს. ამის პარალელურად კი პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამშაბათს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოსალოდნელი შეტევის შესახებ გააკეთა განცხადება. საუბარია ოჩამჩირის საზღვაო პორტზე, სადაც რუსები თავისი შავი ზღვის ფლოტის ნაწილის განლაგებას გეგმავენ.
|
თიკა სიბოშვილი 24.10.2023

საქართველოში ბინების გაქირავება-გაყიდვის ბაზარზე კვლავ არარეალურად მაღალი ფასი ნარჩუნდება. მიზეზები, რის გამოც ქვეყანაში უძრავი ქონება გაძვირდა, ამ ეტაპზე შედარებით აღმოფხვრილია, თუმცა ფასების უკუსვლა მაინცდამაინც არ შეიმჩნევა. სიძვირე, განსაკუთრებით თვაში საცემია დედაქალაქში და მის ცენტრალურ ნაწილში. როგორც კვლევებზე დაყრდნობით დგინდება, 2024 წლიდან როგორც გასაყიდი ბინების ფასის შემცირებას უნდა ველოდოთ, ასევე გაიაფდება ქირაც. "რეზონანსი" სფეროს სპეციალისტებს ესაუბრა მომავალი წლის პროგნოზის დასადგენად.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|