ელზა პაპოშვილი
05.09.2023

პოლიცია ამ დრომდე ეძებს იმ პირებს, რომლებმაც კასპში შშმ პირზე იძალადეს და სასტიკად სცემეს. ეს შემზარავი ფაქტი კი რამდენიმე დღის წინ მოხდა.  განსაკუთრებული საჭიროებების მქონე 33 წლის გიორგი ედიშერაშვილს უჭირს საუბარი და გადადგილება. მას მრავლობითი მოტეხილობები აქვს. ასევე თავზე რამდენიმე მძიმე ტრავმა აქვს მიყენებული. მსხვერპლი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ოჯახი ამტკიცებს, რომ პოლიციას თავდამსხმელები იდენტიფიცრებული ჰყავს, თუმცა ამ დრომდე სამართალდამცველებმა მათ კვალს ვერ მიაგნეს. მომხდარზე გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს, თუმცა დღემდე უცნობია რა გახდა შშმ პირზე თავდასხმის მიზეზი. დაზარალებული თავს ჯართის შეგროვებით ირჩენდა.    

თამთა ჩაჩანიძე
05.09.2023

რუსეთს უკრაინასთან ომში ცოცხალ ძალასთან დაკავშირებით დიდი პრობლემები შეექმნა და სხვადასხვა ქვეყნებში მოქალაქეების გადაბირებას ცდილობს. „ნადირობა" დაწყებულია რუსეთში მყოფ შრომით მიგრანტებზე. გარდა ამისა, დასავლური მედიის ცნობით, კრემლს მიზანში ძირითადად ცენტრალური აზიის, აფრიკის და არაბული სამყაროს ქვეყნები ჰყავს ამოღებული. ამასთან, კუბის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ტრეფიქინგის ქსელი გამოავლინეს, სადაც ქვეყნის მოქალაქეებს რუსები აიძულებდნენ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთის მხარეს მიეღოთ მონაწილეობა. სომხეთსა და ყაზახეთში კი უკვე შესაბამისი რეკლამებიც გამოჩნდა. ხდება თუ არა მსგავსი რამ საქართველოში?

ქეთო გოგოხია
04.09.2023

ბუნებრივი აირის კომერციული ტარიფი გაიაფდა, მაგრამ მწარმოებელი კომპანიები ფასების შემცირების საკითხს არც განიხილავენ. ამ დროს სწორედ გაზის გაძვირება იყო მიზეზი იმისა, რის გამოც პროდუქცია საბრძნობლად გაძვირდა. ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა ღიად განაცხადეს, რომ საფასო პოლიტიკას არ შეეხებიან და ფასები არ გადაიხედება. ეკონომისტები მომხმარებლების მიმართ ასეთ დამოკიდებულებას ბიზნესის მხრიდან სოციალური პასუხისმგებლობის უქონლობით ხსნიან.

ქეთო გოგოხია
04.09.2023

ინფლაციამ გეზი ზრდისკენ აიღო. მაღალია მკვეთრი ცვლილება ჯერ არ შეიმჩნევა, თუმცა ტენდენცია აშკარაა. ფასების ზრდაზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს, რაც ინფლაციისთვის სტიმულის მიმცემია. პირველ რიგში, ეს არის მათ შორის საწვავის ნახტომისებური გაძვირება და სურსათზე არასტაბილური ფასი, რომლის ადგილობრივი მარაგებიც ნოემბრიდან იწურება და დიდი შანსია, განსაკუთრებით ზამთრის მოახლოებასთან ერთად, აგრარული პროდუქციის ღირებულება გაიზარდოს. სახარბიელო ვიტარება არც საერთაშორისო ბირჟებზეა, რაც ინფლაციის რისკს ერთიორად ზრდის.

ელზა პაპოშვილი
04.09.2023

კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 35 წლის ბექა ჯანიაშვილს ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობაში ეჭვმიტანილი 90-წლამდე მეზობელი კოლა გაბიტაშვილია. მკვლელობის  შესახებ მეზობლები საუბრობენ და „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ მეზობელს შორის დავის საგანი მიწის ნაკვეთია, რომელიც მათ ეზოებს ერთმანეთთან აკავშირებს. მკვლელობაში ბრალდებული მოხუცი ამტკიცებდა, რომ ეს გზა მისი იყო და იქ მეზობლებს სიარულის უფლება არ ჰქოდათ. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ამის გამო წლებია მათ კონფლიქტი აქვთ, თუმცა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მოხუცი მსგავს დანაშაულს ჩაიდენდა.

ელზა პაპოშვილი
04.09.2023

უკრაინის კონტრშეტევების არეალი ფართოვდება - ინტენსივობა კი იზრდება. კიევი ამტკიცებს, რომ რუსების თვდაცვის პირველი ხაზი სამხრეთის მიმართულებით გაარღვიეს. მათი ინფორმაციით, ე.წ. სუროვიკინის თავდაცვით ხაზის პირველი შრე გადალახულია და ამბობენ, რომ მეორე და მესამე თავდაცვითი ხაზების გადაალახვა უფორ მარტივი იქნება, რადგან მის ასაგებად პირველზე ნაკლები რესურსია დახარჯული. 

ნაზი ბერიძე
04.09.2023

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს რამდენიმე დღეში ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელი ეწვევა. რისთვის ჩამოდის ბორელი თბილისში და რა მთავარი გზავნილები მოაქვს ევროპიდან კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ამაზე ექსპერტებს „რეზონანსთან" დადებითი შეფასებები აქვთ - ისინი თვლიან, რომ ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირის ვიზიტი წინ გადადგმული ნაბიჯია ევროინტეგრაციის გზაზე.

თამთა ჩაჩანიძე
04.09.2023

ბოლო 10 წელიწადში ევროინტეგრაციის გზაზე არც საქართველოს პრეზიდენტს და არც ოპოზიციას, არაფერი არ გაუკეთებიათ, ყველაფერი ექსკლუზიურად „ქართული ოცნების" დამსახურებაა - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა და განმარტა თუ რატომ უთხრა უარი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ევროპაში ვიზიტებზე. ამასთან, მთავრობის მეთაურის თქმით, პრეზიდენტმა დემონსტრაციულად დაარღვია კონსტიტუცია.

ნაზი ბერიძე
04.09.2023

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ თავდაცვის მისნისტრის პოსტიდან ოლექსი რეზნიკოვის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი შეცვლის - სამხედრო ექსპერტები ამ გადაწყვეტილებას ბოლო დროს უკრაინის თავდაცვის სამინისტროში განვითარებულ მოვლენებს უკავშირებენ.

თამთა ჩაჩანიძე
04.09.2023

საპარლამენტო არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, ოპოზიცია კი მძიმე პოლიტიკურ სეზონს პროგნოზირებს და აცხადებს, რომ 2024 საარჩევნო წელი მთავარი წყალგამყოფი იქნება საქართველოს მომავლის განსაზღვრის თვალსაზრისით. იცვლება თუ არა ოპოზიციის ტაქტიკა წინასაარჩევნო კამპანიისას და აქვს თუ არა დამატებითი ამომრჩევლის მოზიდვის პოტენციალი, ამაზე ურთიერთსაწინააღმდეგო არგუმენტები და მოსაზრებები აქვთ პოლიტიკურ მიმომხილველებს.

თამთა ჩაჩანიძე
03.09.2023

ფრონტზე საომარი მოქმედებები არ შენელებულა - სამხრეთით უპირატესობა უკრაინას აქვს, მეტიც, ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ზაპოროჟიესთან რუსული ე.წ სუროვიკინის თავდაცვის პირველი ხაზი სრულიად გადალახეს და მეორეს მიადგნენ. რუსები, თავის მხრივ, ჩრდილო-აღმოსავლეთით ხარკოვისკენ შეტევაზე არიან გადასული. ამით კი, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ფრონტზე გარკვეული ბალანსია.

თამთა ჩაჩანიძე
03.09.2023

პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა ორშაბათიდან იწყება. 4 სექტემბერს უმრავლესობის სხდომაა დანიშნული, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენ დოკუმენტზე დეპუტატები ხელს მოაწერენ. „ოცნებას" იმპიჩმენტის აღსრულებისთვის საჭირო 100 ხმა არ აქვს თუმცა აცხადებენ, რომ ოპოზიციას „ხვეწნას არ დაუწყებენ". ენმ და სხვა ოპოზიციური პარტიები ღია განცხადებებში ამბობენ, რომ იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერენ. ამის პარალელურად კი ევროპულ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია ენმ-ის მიერ სალომე ზურაბიშვილისათვის ერთგვარი ულტიმატუმის წაყენების შესახებ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×