თამთა ჩაჩანიძე 10.09.2023

უკრაინიდან ხორბლის ექსპორტი კვლავ პრობლემურ საკითხად რჩება, რის გამოც შავ ზღვაზე ვითარება შეიძლება უკიდურესად დაიძაბოს. კიევმა ანკარას ოფიციალური წინადადება წარუდგინა, რომ მარცვლეულის დერეფანი რუსეთის გარეშე გახსნას. რუსები საჰაერო დარტყმებით ცდილობენ მდინარე დუნაის გასწვრივ უკრინელთა საპორტო ინფრასტრუქტურის განადგურებას. ამის საპასუხოდ აშშ-და რუმინეთი წვრთნებს იწყებენ. ბრიტანული საბრძოლო ავიაცია კი შავი ზღვის თავზე პატრულირებს და შეეცდება ჰაერიდან დაიცვას უკრაინული ხორბლით დატვირთული გემები რუსებისაგან.
|
თამთა ჩაჩანიძე 10.09.2023

ჯოზეფ ბორელთან დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრების მონაწილეებმა მიიღეს გარანტია, რომ, „როგორც არ უნდა მოიქცეს „ქართული ოცნება", საბოლოო უარი არ იქნება" საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელისა ქართველო ოპოზიციონერების დახურული შეხვედრის კომენტირებისას. რამდენად დამაჯერებელია ეს ინფორმაცია და ჩანდა თუ არა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის თბილისში ყოფნის დროს გაკეთებულ განცხადებებში ეს გარანტია?
|
რეზონანსი 10.09.2023

„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურისთვის საჭირო ხელმოწერები უკვე მოაგროვა. ახლა საკითხს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს, რის შემდეგაც შესაბამისი განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოში გაიგზავნება. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის 78-ე მუხლით მანიპულირებს, რადგან ეს მუხლიც კი, რომელშიც საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზეა საუბარი, მათი თქმით, პრეზიდენტს ავალდებულებს საგარეო პოლიტიკა მთავრობასთან შეთანხმებით აწარმოოს.
|
ნაზი ბერიძე 09.09.2023

ენმ-ში მორიგი განხეთქილებაა, ამჯერად რეგიონალურ დონეზე. თუმცა, გამორიცხული არაა ახლო მომავალში ამ განხეთქილების მასშტაბი გაიზარდოს. შეძლებს თუ არა პარტია ერთიანობის შენარჩუნებას, ან ხომ არ დადგება დღის წესრიგში თავმჯდომარის კიდევ ერთი ვადამდელი არჩევნები? ანალიტიკოსთან მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანია.
|
ელზა პაპოშვილი 09.09.2023

რა გახდა სოფელ ნარუჯაში მამის მიერ შვილის მკვლელობის მიზეზი - „რეზონანსისთვის“ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ადგილობრივები ერთადერთ ვერსიაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ 82 წლის პენსიონერს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. მათი თქმით, მამა-შვილს შორის კონფლიქტი სულ არსებობდა, რაც გასულ პარასკევს უმძიმესი ამბით დასრულდა. მეზობლების თქმით, ბოლო კონფქლიტი თხილის საერთო ბიზნესის გამო წარმოიშვა და დავა ფულს უკავშირდებოდა.
|
ნაზი ბერიძე 09.09.2023

როგორი იქნება ევროკომისიის დასკვნა საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით და მიიღებს თუ არა ქვეყანა წლის ბოლოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს? ანალიტიკოსების „რეზონანსთან" აცხადებენ, რომ ამ მხრივ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ორდღიანი ვიზიტი საქართველოში უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო და იმაზე საუბრობენ, თუ როგორ აისახება ეს ვიზიტი ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
|
ნაზი ბერიძე 08.09.2023

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი უარყოფს რუსეთის ბრალდებებს, რომ გაღარიბებული ურანის შემცველი ჭურვები, რომელსაც აშშ უკრაინას გადასცემს კიბოს და სხვა დაავადებებს იწვევს. "აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა ცენტრმა განაცხადა, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ გაღარიბებული ურანი კიბოს იწვევს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იტყობინება, რომ არ დაფიქსირებულა ლეიკემიის ან სხვა სიმსივნეების მატება ურანის ზემოქმედების შემდეგ",-განაცხადა პენტაგონის პრესმდივნის მოადგილემ, საბრინა სინგმა.
|
ელზა პაპოშვილი 08.09.2023

სისხლიანი დაპირისპირება თბილიში, სადაც 10-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. ჩხუბის და სროლის ხმა გუშინ გვიან ღამით ნაძალაევის რაიონში მაცხოვრებლებმა გაიგეს. მათი ინფორმაციით, დადიანის ქუჩაზე ორმხივი სროლა იყო, რა დროსაც ჩხუბში მონაწილე რამდენიმე პირი დაიჭრა და ასევე შემთხვევით გამვლელი. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი წარსულში მომხდარი კონფლიქტი გახდა. ხოლო ე.წ. ქუჩური გარჩევის დროს, სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, რაც სისხლიან ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.
|
თამთა ჩაჩანიძე 08.09.2023

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც თბილისში ვიზიტად მყოფი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი გამოეხმაურა, ეს იყო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშილის იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყება - მისი თქმით, ეს არის რისკი, რაც უფრო დაძაბავს სიტუაციას და პოლარიზაციას გაზრდის. პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი საპასუხოდ თქვა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია და ხელისუფლება იძულებული გახდა, რომ „ფორმალური რეაგირება მოეხდინა".
|
ნაზი ბერიძე 08.09.2023

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, მსოფლოში 250 მილიონზე მეტი ადამიანი მწვავე სასურსათო დაუცველობის წინაშე დგას, უკრაინის პორტებზე მიზანმიმართული თავდასხმებით კრემლი ართმევს მათ საკვებს, რომელიც ძალიან სჭირდებათ.
|
ელზა პაპოშვილი 08.09.2023

უკრაინელებს ფრონტის ხაზზე წარმატებები აქვთ. ახლა მათი წინსვლა ყველაზე შესმაჩნევი ბახმუტის სამხრეთით და რობოტინოს სამხრეთით არის. მტერს პოზიციებიდან აძევებენ და მიღწეულ ხაზებზე მაგრდებიან. თავდაცვის ძალებსა და საოკუპაციო ძალებს შორის, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 39 სამხედრო შეტაკება მოხდა.
|
თამთა ჩაჩანიძე 08.09.2023

საქართველოს ხელისუფლება მზად იყო, არის და იქნება, ითანამშროლოს, მათ შორის ყველა ოპოზიციურ ძალასთან, რომ საერთო, ეროვნული იდეა განხორციელდეს, საქართველო კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს ევროკავშირს, ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამავდროულად, ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი არის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩენება და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ჩვენი ხალხისთვის - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|