ქეთო გოგოხია
24.08.2023

საბანკო სექტორი ეკონომიკაში ფაქტობრივად ერთადერთია, რომლის მ ოგებაც არნახულ მასშტაბს აღწევს. ტენდენცია ნებისმიერ პერიოდში უცვლელია და ამ მხრივ რაც 2023 წელია გამონაკლისი. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, სესხების გაძვირებით და ჯარიმა-საურავებით ბანკებს დიდძალი მოგება უგროვდება.

ია აბულაშვილი
24.08.2023

წინასაარჩევნოდ მთავარ ოპოზიციურ პარტიაში საკუთარი რიგების გასაძლიერებლად შიდა გადაჯგუფება დაიწყო და დახურული კონსულტაციებიც მიმდინარეობს. პარტიაში სამი ხაზი იკვეთება - სააკაშვილი, ხაბეიშვილი, მელია-გვარამია. ჯერ-ჯერობით საარჩევნო კამპანია მხოლოდ სოფო ჯაფარიძემ დაიწყო, რომელიც სააკაშვილის სახელით ესაუბრება მოსახლეობას.

ნაზი ბერიძე
24.08.2023

ოთხშაბათს ღამით, როსავიაციით ინფორმაციით, ტვერის ოლქში კერძო სამოქალაქო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის მგზავრთა სიაშიც იყვნენ ე.წ. კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" მფლობელი ევგენი პრიგოჟინი და მეთაური დმიტრი უტკინი. ოფოციალური ინფორმაციით, ბორტზე მყოფი 10-ვე ადამიანი (7 მგზავრი და 3 ეკიპაჟის წევრი) დაიღუპა, თუმცა ცხედრების ამოცნობა ჯერ არ მომხდარა და პრიგოჟინის დაღუპვა ჯერ ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

ელზა პაპოშვილი
24.08.2023

პროკურატურამ კასპის მუნიციპალიტეტში მომხდარი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ 22 აგვისტოს, სოფელ ქვემო ხანდაკში, ბრალდებულმა გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, საცხოვრებელი სახლის ეზოში, მეუღლეს დანით ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. 

გვანცა წულაია
23.08.2023

 საქართველოში თხილის მოსავლის აღების და დაბინავების აქტიური პროცესი მიმდინარეობს. მოლოდინია, რომ წელს ფერმერები იმაზე მეტ თხილს მიიღებენ, ვიდრე გასულ წელს მიიღეს. მიმდინარე ეტაპზე ხარისხობრივი გაუმჯობესებაც გამოიკვეთა. პროდუქტის საწყისი ღირებულება წელსაც 3 ლარია. თუმცა ხარისხიანი თხილი მეტი ღირს და მათ შორის სხვაობა საშუალოდ 2-3 ლარის ფარგლებშია.

გვანცა წულაია
23.08.2023

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ინფლაცია მცირდება, მაგრამ გაზრდილ ფასებს ვერაფერი შველის. პროდუქციის ღირებულება არც ლარის გამყარების და არც საწვავის გაიაფების პირობებში არ შემცირებულა, ბოლო დროს კი ეს ორი გარემოება შედარებით გაუარესებულა და ამიტომ ფასების კლების მოლოდინი არც არსებობს. ეკონომისტები ცხოვრების გაიაფებას არ ელოდებიან.

ია აბულაშვილი
23.08.2023

ელექტრონული სისტემით 2024 წლის არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით პოლიტიკურ სპექტრში ვნებათაღელვა არ ცხრება. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ელექტრონული სისტემის შემოღება არ არის გარანტია იმისა, რომ არჩევნების გაყალბება არ მოხდება და რომ "ქართული ოცნების" პირობებში ელექტრონული არჩევნები ყველა რისკს ვერ დააზღვევს.

ელზა პაპოშვილი
23.08.2023

სროლა ბათუმში - ორი დაჭრილი და ერთი დაშავებული მამაკაცი. შეიარაღებული თავდასხმა  ერთ-ერთ ავტოსახელოსნოსთან მოხდა - გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავე ორ  ხელოსანს ავტომობილით შეეჯახა, ორს კი ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. დაჭრილები მამა-შვილი არიან. თავდამსხმელი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. თუმცა, პოლიციამ მისი  დაკავება ცხელ კვალზევე შეძლო. 

ნაზი ბერიძე
23.08.2023

რატომ დაიწყო კრემლმა კვლავ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთების თემის აქტუალიზირება და საქართველოსთვის ფაქტობრივად ულტიმატუმის წაყენება. შესაძლოა თუ არა მოსკოვი თბილისი წინააღმდეგ დაძაბულობის ახალ კამპანიას იწყებდეს -რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დმიტრი მედვედევის განცხადებით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა შეიძლება განხორციელდეს, თუ დასავლეთი საქართველოში სიტუაციას გაამწვავებს.

ელზა პაპოშვილი
23.08.2023

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერის, ანდრეი კოვალევის განცხადებით, ზაპოროჟიეს რეგიონის სამხრეთ ფრონტზე რობოტინოს მიმართულებით უკრაინელმა სამხედროებმა წარმატებას მიაღწიეს. გარდა ამისა, როგორც კოვალოვმა აღნიშნა, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევას მელიტოპოლის მიმართულებით. 

ნაზი ბერიძე
23.08.2023

რუსეთის ფედერაციიდან გაზრდილი მიგრაციის ფონზე საქართველოში აივ ინფექციის დაავადებულთა რაოდენობამ 6%-ით იმატა - „გახსოვდეთ, რუსეთი ის ქვეყანაა, სადაც შიდსი ძალიან დიდი პრობლემაა. მიგრანტებს ძალიან აქტიურად უნდა შევთავაზოთ აივ ინფექციაზე კვლევა, რათა დროულად გამოვავლინოთ ინფიცირებულები" - ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწშვილმა „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რეზონანსი
23.08.2023

საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას „მტკიცე სული 2023" ( Agile Spirit 2023) უკვე მეთერთმეტედ მასპინძლობს. სწავლების ფარგლებში პირველი საჩვენებელი კომპონენტი ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×