ელზა პაპოშვილი 19.08.2023

სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევა თუ უბედური შემთხვევა - რა გახდა რიკოთზე დასაქმებული მუშის გარდაცვალების მიზეზი? რიკოთის უღელტეხილზე, სურამი-ჩუმათელეთის მონაკვეთზე ერთი მუშა დაიღუპა და ერთი დაშავდა. ცნობილია, რომ დაზიანებები გარდაცვლილსაც და დაშავებულსაც მიღებული აქვთ საამქროში მუშაობის დროს, სადაც მშენებლობისთვის საჭირო კონსტრუქციებს ამზადებენ. დაღუპული ჩინეთის მოქალაქეა, დაშავებული კი - საქართველოსი.
|
ელზა პაპოშვილი 18.08.2023

რას მოუტანს საქართველოს ბოლო დროს წარმოებული საგარეო პოლიტიკა და რას ნიშნავს ჩინეთთან და ისრაელთან დადებული სხვადსახვა სფეროებში თანამშრომლობაზე გაფორმებული ხელშეკრულებები. უფრო მეტიც, საქართველო და ჩინეთი ახალ სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეთანხმდნენ, რასაც ქვეყნის შიგნით არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოჰყვა.
|
ნაზი ბერიძე 18.08.2023

„ოცნების" ყოფილი თანადამფუძნებლისა და ამჟამად ოპოზიციონერი ეკა ბესელიას განცხადებას კობახიძის ბოდიშთან დაკავშირებით, ხელისუფლების მწვავე შეფასება მოჰყვა.
|
ნაზი ბერიძე 18.08.2023

შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა, რომელიც საზღვარგარეთ დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეების უფლებების მაქსიმალურ დაცვას ითვალისწინებს, ისევე როგორც საქართველოში მცხოვრები და დასაქმებული უცხოეთის მოქალაქეების სისტემური აღრიცხვასა და მათი უფლებების დაცვას.
|
ია აბულაშვილი 18.08.2023

ექვთიმე თაყაიშვილმა, რომელმაც მთელი საქართველო ფეხით შემოიარა და აღწერა ჩვენი ქვეყნის უნიკალური ეკლესია-მონასტრები, მე-20 საუკუნის დასაწყისში რაჭაში ექსპედიციის დროს ლაბეჭინის ეკლესია მოინახულა, საგანძური კი, რომელიც მეცნიერს ტაძარში დახვდა, ასახულია მის ნაშრომში „ნივთები ლაბეჭინის ტაძრიდან".
|
ია აბულაშვილი 18.08.2023

2024 წლის არჩევნებისთვის აუცილებლად მივიღებთ განსხვავებულ პოლიტიკურ ველს, სცენაზე გამოვა რამდენიმე ახალი პოლიტიკური ძალა. ქარიზმატული ლიდერების ეპოქა წარსულს ჩაბარდა, ხალხი ხმას მისცემს პროგრამებს და არა - პიროვნებებს - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე გაესაუბარა.
|
ელზა პაპოშვილი 17.08.2023

თუშეთის სოფელ ომალოში სამი კაცი დაჭრეს. ყველა დაზარალებული კლინიკაშია გადაყვანილი. ფაქტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელში ქორწილისა და ნათლობის სუფრები იყო გაშლილი, რა დროსაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ კაცებს შორის სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა.
|
ნაზი ბერიძე 17.08.2023

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შედეგად, მხოლოდ დადასტურებული მონაცემებით, ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის 1236 მაცხოვრებელი დაიღუპა, მათგან ყველაზე მეტი დაღესტნელია, მეორეზე კი მსხვერპლის რაოდენობით ჩრდილოეთ ოსეთია. ოფიციალური ცნობები, რამდენი სამხრეთელი ოსი და აფხაზი შეეწირა პუტინის ავანტიურას ან იბრძვის უკრაინაში, არ არის.
|
ქეთო გოგოხია 17.08.2023

უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნის კლების ტენდენცია შეიმჩნევა. კვლევებით დასტურდება, რომ მიმდინარე წლის ივნისში ბინების რეალიზაცია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7%-ით შემცირდა. კლება განსაკუთრებით პრემიუმ სეგემენტს შეეხო, რასაც უძრავი ქონების ბაზრის წარმომადგენლები ადასტურებენ და პროგნოზირებენ, რომ ტენდენცია მინიმუმ გვიან შემოდგომამდე გასტანს. თუკი ახალი ბინების მიმართ მოთხოვნა მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია, ძველი ბინები ნაკლებად მოთხოვნადია.
|
ელზა პაპოშვილი 17.08.2023

ღარიბაშვილის ვიზიტი ისრაელში და მოლაპარაკებები პრემიერ ნეთანიაჰუსთან, სხვა საკითხებთან ერთად, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას შეეხება, რაც უკვე ხელმოწერილია და მოლაპარაკებები დეტალებზე 2024 წელს უნდა დაიწყოს. ამასთან, „უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე ბევრი საკითხი არის განსახილველი, ბევრი არის დაგროვილი, ბევრი გადასაწყვეტია“, აცხადებს პრემიერის ისრაელში ვიზიტის კომენტირებისას საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია.
|
ნაზი ბერიძე 17.08.2023

უკვე რამდენიმე თვეა, რაც მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის დამაკავშირებელი ერთადერთი პუნქტი - ლაჩინის კორიდორი - აზერბაიჯანმა მხარემ დაკეტა, რამაც ყარაბაღის სომხურ სექტორში უმძიმესი ჰუმანიტარული სიტუაცია შექმნა. ეს საკითხი, სომხური მხარის თხოვნით, გაეროს უშიშროების საბჭომ განიხილა და აზერბაიჯანს „წითელი ჯვრის" ჰუმანიტარული ტვირთების გატარება დაავალა.
|
ელზა პაპოშვილი 16.08.2023
უკრაინის ფორნტზე ახლა ყველაზე ცხელი წერტილები ბახმუტის და ზაპროჟიეს მიმართულებაზეა და ორiვე მხარე ცდილობს, რომ პოზიციები დაიკავოს. როგორც უკრაინული მედია წერს, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გარკვეული წინსვლა აქვთ მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებებზე, ხოლო ავდეევკასა და მარიინკას მიმართულებებზე რუსული ჯარის შეტევების მოგერიებას აგრძელებენ.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|