მთავარი ამბები
ნატალია ჯვარიძე
14.01.2026

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შეხვდა. აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის ფარგლებში. „ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანთან.

თამთა ჩაჩანიძე
14.01.2026

ვაშინგტონში ხელი მოეწერა აშშ-სომხეთს შორის "ტრამპის მარშრუტის" ჩარჩო დოკუმენტს, რომელიც 2025 წლის 8 აგვისტოს სამმხრივი შეთანხმების გაგრძელებაა სატრანსპორტო დერეფნის შექმნის შესახებ და რომელმაც აზერბაიჯანი ნახჭევანის ექსკლავთან უნდა დააკავშიროს, აშშ-მა კი მისი განვითარების უფლება მიიღო აღნიშნული დოკუმენტით.

თამარ ვეფხვაძე
14.01.2026

საზოგადოება სულმოუთქმელად ელის, რა შედეგი მოჰყვება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას სურსათის მაღალ ფასებთან დაკავშირებით. მით უფრო ახლა, როდესაც სამთავრობო კომისია უკვე შეიქმნა, თუმცა ხალხს ისიც აინტერესებს, კონკრეტულად რომელი უწყების ბრალეულობა თუ უგლგრილობა გამოიკვეთება. ამ ინტერესს ისიც ამძაფრებს, რომ კომისიაში, რომელიც ირაკლი კობახიძის ინიციატივით შეიქმნა, სხვა უწყებებთან ერთად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც მონაწილეობს. ეკონომიკისტების განცხადებით, პრობლემა წლებია "მძვინვარებს" და ერთმანეთთან შეთანხმებით, ხალხის ხარჯზე ყველა ხელს ითბობს .  

თამთა ჩაჩანიძე
14.01.2026

საკონსტიტუციო სასამართლოს დაახლოებით ხუთი თვე დარჩა, რათა "ოცნების" სარჩელი განიხილოს სამი პარტიის აკრძალვის თაობაზე. თავად მმართველ გუნდში "ძალიან დიდი იმედი" აქვთ, რომ ეს პროცესი დაიწყება შესაბამისი პარტიების არაკონსტიტუციურიად გამოცხადებით" და როდესაც ეს პოლიტიკური ძალები ჩამოშორდებიან სისტემას, უკვე გაჩნდება სივრცე ჯანსაღი პოლიტიკური ძალებისთვის".

ნატალია ჯვარიძე
13.01.2026

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუ აცხადებს, რომ მოლდოვის რუმინეთთან გაერთიანებას მხარს დაუჭერდა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა აზრით, ეს განცხადება იმის აღიარებაა, რომ მოლდოვას ევროკავშირში პირდაპირ გაწევრიანების იმედი არ აქვს და ცდილობს ეს ევროკავშირის წევრ რუმინეთთან მიერთებით გააკეთოს. რას ნიშნავს მოლდოვის პრეზიდენტის განცხადება და ამ ფონზე როგორ შეიძლება შეფასდეს საქართველოს ევროპული პერსპექტივა?

თამთა ჩაჩანიძე
13.01.2026

რუსთავის მე-12 ციხეში ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის 5-წლიანი სასჯელის ათვლა დაიწყო. მისი დაპატიმრება კვლავ აქტიურად განიხილება, მათ შორის მმართველ გუნდში, სადაც ამბობენ, რომ ეს საკითხი მათთვის განსაკუთრებით მტკივნეულია. ანალიტიკოსების ნაწილს მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდის ასეთი მნიშნელოვანი ფიგურის პატიმრობამ, შესაძლოა, გარკვეული უკმაყოფილებაც გამოიწვიოს თავად „ოცნების" მხარდამჭერებში, თუმცა მთავარი ბიძინა ივანიშვილის ფაქტორია.

ნატალია ჯვარიძე
13.01.2026

ირანში მიმდინარე პროცესებმა შესაძლოა მთლიანად რეგიონისა და მათ შორის საქართველოსთვისაც ახალი გამოწვევები გააჩინოს. საქართველოს შემტხვევაში ეს შეიძლება უკავშირდებოდეს ეროვნულ უსაფრთხოებსა და ეკონომიკურ სტაბილურობას. თუმცა, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამ პროცესების გავლენა საქართველოზე მაინცდამაინც დიდი არ იქნება.

თამთა ჩაჩანიძე
13.01.2026

სომხეთსა და რუსეთს შორის ვითარება იძაბება. რუსი პროპაგანდისტის ვლადიმირ სალავიოვის განცხადებას, რომ უკრაინის შემდეგ კიდევ ერთი ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაცია" სომხეთში უნდა ჩატარდეს, ნამდვილი დიპლომატიური სკანდალი მოყვა. რუსეთის ელჩს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საპროტესტო ნოტა გადასცეს.

თამთა ჩაჩანიძე
12.01.2026

ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი, ის ბრალის აღიარებისთანავე სასამართო დარბაზშივე დააკავეს. მანამდე საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა - სასჯელის სახით 5-წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, დაეკისრა 1-მილიონიანი ჯარიმა, ამასთან ჩამოერთვა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული დაახლოებით 6.5 მლნ დოლარის ოდენობის თანხა.

თამთა ჩაჩანიძე
12.01.2026

"ქართული ოცნება" ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად თავს არიდებს აშშ-ს ხელისუფლების მისამართით მკვეთრ განცხადებებს, თუმცა, ამავე დროს ევროკავშირს და ევრობიუროკრატიას განსაკუთრებით აკრიტიკებს. ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, "საქართველოს სიფრთხილე მართებს", ნაწილი კი ამბობს, რომ "ოცნება" ბოლო მოვლენების ფონზე, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან დუმილს ამჯობინებს, რომ არ დაწვას საბოლოოდ ხიდები და "კიდევ იზოლაციაში არ აღმოჩნდეს".

ირმა ჩიტაია
13.01.2026

ირანში შექმნილი ვითარება გარკვეულ გავლენას საქრთველოს ეკონომიკაზეც მოახდენს. მართალია, კრიზისს ვერ გამოიწვევს, თუმცა ქვეყანას რიგი მიმართულებით ალტერნატიული ბაზრის მოძიება მოუწევს. როგორც ცნობილია, ირან-საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან სეგმენტს სოფლის მეურნეობა წარმოადგენს. სპეციალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ აგროპროდუქტები სხვა ქვეყნებიდან შემოვა, ნაწილი კი, აქცენტს ადგილობრივი მეურნეობის განვითარებაზე აკეთებს. 

თამარ ვეფხვაძე
13.01.2026

2025 წლის განმავლობაში საგარეო ვაჭრობაში უარყოფითი სალდო- 43.5% დაფიქსირდა. მართალია, მთლიანობაში, საგარეო ვაჭრობისბრუნვაც გაიზარდა, შესაბამისად, ექსპორტიც და იმპორტიც, თუმცაუარყოფითი სალდოც საგრძნობლად დიდია, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანასაკმაოდ მცირე რაოდენობის პროდუქციას აწარმოებს. ეკონომიკისექსპერტების აზრით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ ქვეყანას არაქვს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა. წინააღმდეგ შემთხვევაში,ძლიერი მცირე და საშუალო ბიზნესი გვექნებოდა, რაც ამ პრობლემასაუცილებლად გადაჭრიდა.

ირმა ჩიტაია
12.01.2026

ზამთრის კურორტები დატვირთვას ვერ უძლებენ, მიზეზი არახელსაყრეელი ინფრასტრუქტურაა. ამ მხრივ პრობლემებია ბაკურიანში, გუდაურში და სხვაგანაც. ძირითადი მიზეზი ისაა, რომ თითქმის ყველგან, იმაზე მეტი დამსვენებელია, ვიდრე კურორტს ამის რესურსი გააჩნია. ამიტომაც, ჰოტელიერები აცხადებენ, რომ გასააქტიურებელია მუშაობა, რათა კურორტებმა დამსვენებლების უპრობლემოდ მიღება შეძლონ.

ქეთო გოგოხია
12.01.2026

ოქროს ფასი მიყოლებით რეკორდებს ხსნის.  გაძვირების ტენდენცია იმდენად შეუქცევადია, რომ წლის ბოლოს ფასი, სავარაუდოდ, 5060 დოლარს მიაღწევს. საერთო ჯამში, ერთწლიან პერიოდში ოქრო თითქმის 70%-ით არის გაძვირებული. ტენდენციას ხელს უწყობს ისიც, რომ ბოლო პერიოდში იგი, ფაქტობრივად, წამყვანი აქტივი გახდა და მისი საინვესტიციო ღირებულება ერთბაშად გაიზარდა. მოთხოვნა მატულობს საქართველოშიც, გაძვირების მიუხედავად, ოქროს ბირჟაზე ძვირფასი ლითონის რეალიზაცია მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია.

ქეთო გოგოხია
12.01.2026

საცობების პრობლემა თბილისსა და ბათუმს გასცდა. ყველა დიდ ქალაქში გზებზე გადატვირთულობის გამო მოძრაობა მკვეთრად შეზღუდულია, სადღესასწაულო პერიოდებში კი, ფაქტობრივად, პარალიზებულია. ეს ეხება ავტომაგისტრალებსაც, სადაც  შაბათ-კვირას მოქალაქეებისთვის  მგზავრობა 2-3 საათით და მეტითაც, ხანგრძლივდება. საცობები უკვე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ქუთაისში, რუსთავში, გორში, ზუგდიდშიც კი. ეს ზოგადად ცხოვრების წესზე ცუდ გავლენას ახდენს და საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას, ვინაიდან  ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად სწორედ გაუვალი ქუჩები მიიჩნევა. 

თამთა ჩაჩანიძე
19.12.2025

„ქართული ოცნება" „ალტ-ინფოს" და ოპოზიციურ ჯგუფებს უპირისპირდება და „იგლ ჰილსის" წინააღმდეგ კამპანიას ეკონომიკურ დივერსიას უწოდებს. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ აღნიშნული ჯგუფები სიცრუეს და დეზინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებენ მათ შორის ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ყალბი ვიდეოებით, რაც არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

ნატალია ჯვარიძე
14.01.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „მკაცრ ზომებს" მიიღებს, თუ ირანის რეჟიმი დაკავებულებს სიკვდილით დასჯის. ირანი კი შესაძლო თავდასხმისთვის ემზადება და ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის მოკავშირეებს აფრთხილებს - თუ ვაშინგტონი ირანს თავს დაესხმება, მათ ტერიტორიაზე ამერიკის ბაზებს დაარტყამს.

ნატალია ჯვარიძე
12.01.2026

თუ გრენლანდიას ჩვენ არ დავიკავებთ, რუსეთი ან ჩინეთი დაიკავებს და არ ვაპირებ, ეს მოხდეს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა. ტრამპის თქმით, თუ გრენლანდია შეერთებული შტატებთან შეთანხმებას არ დადებს, მაშინ არსებობს საშიშროება, რომ მას რუსეთი ან ჩინეთი დაეუფლოს.






















Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×