რეზონანსი
28.11.2026

მერი ქარ­ცი­ძე, ფო­ნი­ჭა­ლა­ში აფეთ­ქე­ბის დროს, ნან­გრე­ვე­ბად ქცე­ულ ბი­ნა­ში შე­ვი­და, რათა დამ­წვა­რი მე­ზო­ბე­ლი გა­მო­ეყ­ვა­ნა და მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბის­თვის გა­და­ე­ცა. პე­და­გო­გი ირი­ნა მე­ლი­ქი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ფო­ნი­ჭა­ლა­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ ტრა­გე­დი­ა­ზე წერს:

"მას­წავ­ლებ­ლის დღეს, როცა ამ პა­ტა­რა ბიჭს ვკი­თხე, ვინ იყო მის­თვის მას­წავ­ლე­ბე­ლი და რას ეტყო­და მას, მი­პა­სუ­ხა: “მზად ვარ, და­გეხ­მა­როთ და, თუ სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, თა­ვიც გავ­წი­როო…“ - მა­შინ ან­დრი­ას სი­ტყვებ­ზე გა­მე­ღი­მა… დღეს კი, ფო­ნი­ჭა­ლა­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ, კი­დევ ერთხელ დავ­ფიქ­რდი მისი პა­სუ­ხის გულ­წრფე­ლო­ბა­ზე. ის ხომ იმ გმი­რი დე­დის მერი ქარ­ცი­ძის შვი­ლია, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი შვი­ლი - ჩვე­ნი მოს­წავ­ლე, ჩვე­ნი გო­ნი­ე­რი, ღი­მი­ლი­ა­ნი ბიჭი მე­ზო­ბელს ჩა­ა­ბა­რა. უფ­როსს შვილს, რო­მე­ლიც დე­დის გა­რე­შე არ მი­დი­ო­და, თავი მო­აჩ­ვე­ნა რომ მიჰ­ყვე­ბო­და, მერე უკან შებ­რუნ­და უკვე ნან­გრე­ვე­ბად ქცე­ულ ბი­ნა­ში, რათა დამ­წვა­რი მე­ზო­ბე­ლი გა­მო­ეყ­ვა­ნა და მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბის­თვის გა­და­ე­ცა.

წა­მე­ბი წყვეტ­და ყვე­ლა­ფერს… ამ ადა­მი­ან­მა ეს წა­მე­ბი სხვი­სი სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად გა­მო­ი­ყე­ნა.

გუ­შინ ვკი­თხე: “ეს რო­გორ გა­რის­კეთ-მეთ­ქი?“ მის­მა პა­სუხ­მა კი­დევ უფრო გა­მა­ოგ­ნა: “ვერ დავ­ტო­ვებ­დი… და ახ­ლაც იგი­ვეს გა­ვი­მე­ო­რებ­დიო“.

ეს დღე­ე­ბი ყვე­ლას ვუყ­ვე­ბი ამ სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნის შე­სა­ხებ, მაგ­რამ მივ­ხვდი, არაა საკ­მა­რი­სი. არის ის­ტო­რი­ე­ბი, ყვე­ლას ყუ­რამ­დე რომ უნდა მი­აღ­წი­ოს. ხში­რად ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, თა­ვი­ან­თი თავ­მდაბ­ლო­ბის გამო, ჩუ­მად არი­ან და სა­კუ­თა­რი ქცე­ვა უჩ­ვე­უ­ლოდ არ მი­აჩ­ნი­ათ, არა­და, გმი­რო­ბა ზოგ­ჯერ სხვი­სი ტკი­ვი­ლის გა­ზი­ა­რე­ბა­სა და სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნის­თვის თავ­გან­წირ­ვა­შია. ასეთ ადა­მი­ა­ნებ­ზე უნდა ვუყ­ვე­ბო­დეთ ჩვენს შვი­ლებს, ჩვენს მოს­წავ­ლე­ებს…

მად­ლო­ბა უფალს თქვე­ნი სი­ცო­ცხლის­თვის, ჩემო სა­ა­მა­ყო ადა­მი­ა­ნე­ბო!" - წერს ირი­ნა მე­ლი­ქი­ძე.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×