დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაღვარევთან, გუშინ საღამოს უმძიმესი ავარია მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევას ბიძაშვილების, ალექსი და გიორგი ბურდულების სიცოცხლე ემსხვერპლა.
“შეძრულები ვართ მომხდარით. დიდი ტრაგედია დატრიალდა. მანქანაში გიორგი და ალექსი ბურდულები ისხდნენ, ორივე ადგილზე დაიღუპა. საჭესთან 22 წლის ალექსი იჯდა, მანქანაც მისი იყო, უმძიმესი ამბავი დატრიალდა. ბეტონის ბორდიურს შეეჯახნენ. თანავუგრძნობთ მათ ოჯახს ამ უდიდეს გულისტკივილს”, – ამბობს დუშეთის მერი.
“არ ვიცი, რა უნდა ვთქვა, არ მაქვს ძალა, რომ მათზე ვისაუბრო. განადგურებულები ვართ მთელი სანათესავო. ვერ გადმოგცემთ იმას, რაც ახლა აქ ხდება. ისეთი ახალგაზრდები დაიღუპნენ, სიტყვებს ვერ ვპოულობ. გიორგი დაოჯახებული იყო, 6 თვის წინ შეირთო მეუღლე და ძალიან ბედნიერები იყვნენ. აკო დაოჯახებული არ იყო. ბიძაშვილები არიან, სოფელ არახვეთიდან.
ავარია გუშინ ღამით, 11 საათზეა მომხდარი. როგორც მითხრეს, ბოძს შეეჯახნენ. რა და როგორ მოხდა, ჩვენ არ ვიცით. “სუბარუს” მარკის ავტომობილით იყვნენ, მარტო ისინი ისხდნენ მანქანაში და ორივე ადგილზე დაიღუპა. ჩვენი სოფელი პატარაა და ამ ამბის შემდეგ ყველა განადგურებული” , – ამბობს ოჯახის ახლობელი.
mix.metronome.ge
ვიდეო რეკლამა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე