რეზონანსი
11.05.2023

მუსიკოსი, მსახიობ ია ფარულავას ქმარი, ტარიელ სუარი ფეისბუკში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ სასულიერო პირმა, სებასტიანე ნეფარიძემ მას ფარჩაკი უწოდა. როდესაც მან პროტოპრესვიტერს მამა გიორგი ზვიადაძეს მიმართა, რომ გაერკვიათ და აეხსნათ მამა სებასტიანეს ეს სიტყვები, მან უთხრა, რომ ის ფსიქიკურად ავად არის.

"სასულიერო პირმა, მამა სებასტიანე ნეფარიძემ, რომელსაც არც კი ვიცნობ მიწოდა ფარჩაკი და მითხრა, რომ ძაღლის ბეწვადაც არ ვღირვარ მხოლოდ იმის გამო რომ დავპოსტე სიტყვები "ქრისტე მოვიდა ადამიანებისთვის და არა ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის"...

და რადგანაც უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ გვითხრა, რომ უნდა ვაპატიოთ და დავლოცოთ ჩვენი შეურაწმყოფელნი მე ვპატიობ მამა სებასტიანეს, მიუხედავად იმისა რომ არანაირი პატიება მას ჩემთვის არ უთხოვია და ვლოცავ. ღმერთმა დაგლოცოთ ჩემო შეურაწმყოფელო მამა სებასტიანე.

P.S. როდესაც პროტოპრესვიტერს მამა გიორგი ზვიადაძეს მივმართეთ, რომ გარკვეულობა შეეტანა და აეხსნა ჩვენთვის მამა სებასტიანეს ეს სიტყვები, მან გვითხრა, რომ მამა სებასტიანე ფსიქიურად ავად არისო.

შესაბამისად კიდევ უფრო მეტი ადამიანთაშორისო სიყვარულით ვპატიობ მას და ვლოცავ.

თქვენც აპატიეთ მეგობრებო ყველა თქვენს შეურაწმყოფელს და დალოცეთ ისინი, რათა ერთად აღვასრულოდ სჯული იგი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ამინ ",- წერს სუარი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×