რეზონანსი
11.05.2023

ექიმ­სა და ტე­ლე­წამ­ყვან სოფო ჯა­ფა­რი­ძეს ბოლო დროს, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი და­საკ­ლე­ბი პრეპ­რა­ტის გამო ჯან­მრთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა. ამ თე­მა­ზე მან ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­თან გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რა. სო­ფომ მა­ყუ­რებ­ლებს სთხო­ვა, რომ თვით­ნე­ბუ­რად არა­სო­დეს მი­ე­ღოთ ეს ინექ­ცია, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა წო­ნა­ში და­გაკ­ლე­ბი­ნოთ, მაგ­რამ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის მი­ზე­ზად იქ­ცეს.

პრე­პა­რა­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იყი­დე­ბა, მის გა­მო­წე­რას მომ­ხმა­რებ­ლე­ბი სხვა­დას­ხვა ინ­ტერ­ნეტ­სა­ი­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით ახერ­ხე­ბენ. რე­ა­ლუ­რად პრე­პა­რა­ტი წო­ნა­ში და­საკ­ლე­ბად არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, ექი­მე­ბი მას დი­ა­ბე­ტი ტიპი 2-ით და­ა­ვა­დე­ბულ პა­ცი­ენ­ტებს სამ­კურ­ნა­ლოდ, დამ­ხმა­რე სა­შუ­ა­ლე­ბად უნიშ­ნა­ვენ. რად­გან ინექ­ცია მა­დის დაქ­ვე­ი­თე­ბას იწ­ვევს, ჩვე­უ­ლებ­რივ შემ­თხვე­ვა­ში ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წი­ლი მისი მოხ­მა­რე­ბი­სას წო­ნა­ში იკ­ლე­ბენ, მაგ­რამ უკუჩ­ვე­ნე­ბე­ბი ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნის შემ­თხვე­ვა­ში იმ­დე­ნად დი­დია, რომ და­უშ­ვე­ბე­ლია მისი მოხ­მა­რე­ბა ექი­მის გა­რე­შე.

"ყვე­ლა იმ აზ­რზეა, რომ არ მჭირ­დე­ბო­და წო­ნა­ში კლე­ბა, მაგ­რამ მე არ ვთვლი ასე. მე­სა­მე ბავ­შვის გა­ჩე­ნის შემ­დეგ დის­კომ­ფორ­ტი მქონ­და, წო­ნა­ში კლე­ბა გა­მი­ჭირ­და, და­ახ­ლო­ე­ბით ათი კილო მქონ­და ზედ­მე­ტი.

თა­ვი­დან რო­დე­საც ვერ ვიკ­ლებ­დი ენ­დოკ­რი­ნო­ლიგ­თან მი­ვე­დი, რო­მელ­მაც ანა­ლი­ზე­ბი გა­მა­კე­თე­ბი­ნა, ანა­ლი­ზე­ბი არე­უ­ლი მქონ­და, რა­მაც და­მი­რე­გუ­ლი­რა პრობ­ლე­მე­ბი და და­ვი­წყე წო­ნა­ში კლე­ბა. 9,5 კილო და­ვი­კე­ლი, მაგ­რამ შემ­დეგ წონა გა­მე­ყი­ნა. შემ­დეგ გა­ვი­გე პრე­პა­რა­ტის შე­სა­ხებ, ეს არის კან­ქვე­შა ინექ­ცია, რო­მე­ლიც ინიშ­ნე­ბა დი­ა­ბე­ტის დროს. მე სრუ­ლი­ად არა­ე­ქი­მუ­რად მო­ვი­ქე­ცი, რა­საც დღეს ძა­ლი­ან ვნა­ნობ. ორი თვე ვი­კე­თებ­დი და სა­ო­ცა­რი შე­დე­გი მქონ­და. მო­მენ­ტა­ლუ­რი კლე­ბა და­ვი­წყე, დე­და­ჩე­მიც იკე­თებს, მაგ­რამ გრა­მი არ აქვს დაკ­ლე­ბუ­ლი.

ახლა რა პრობ­ლე­მის წი­ნა­შე დავ­დე­ქი, ყო­ველ წელს ვი­კე­თებ სრულ გა­მოკ­ვლე­ვას და არა­სო­დეს მქო­ნია პრობ­ლე­მა. ერთი თვის წინ რომ გა­ვი­კე­თებ კი­დევ „ჩე­ქა­ფი“, ყვე­ლა ორ­გა­ნო­ზე მაქვს პრობ­ლე­მა. გა­მიჩ­ნდა კვან­ძე­ბი, გავ­ხდი სა­ო­პე­რა­ციო. სწო­რედ ამ პრე­პა­რა­ტის მი­ღე­ბის შემ­დეგ.

მაქვს ახლა სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა, რაც სა­დამ­დე მივა არა­ვინ არ იცის. მე არა­ერთ ენ­დოკ­რი­ნო­ლოგ­თან გა­ვი­ა­რე კონ­სულ­ტა­ცია და ყვე­ლა წი­ნა­აღ­მდე­გი იყო ეს პრე­პა­რა­ტი გა­მე­კე­თე­ბი­ნა. ბო­ლოს მი­თხრეს, რომ ანა­ლი­ზე­ბი მა­ინც გა­მე­კე­თე­ბი­ნა და ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მა­ში მქონ­და, ახლა კი ყვე­ლა­ფე­რი არე­უ­ლი მაქვს.

მე ამ პრე­პა­რატს ექი­მის გა­რე­შე არა­ვის ვურ­ჩევ. გაძ­ლი­ე­რე­ბულ კვე­ბა­ზე ვარ გა­და­სუ­ლი, ყვე­ლა­ფერს ვჭამ, ვი­ტა­მი­ნებ­საც ვი­ღებ, მაგ­რამ გრამ­საც ვე­ღარ ვი­მა­ტებ. ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ტკბი­ლი და ამა­საც ვე­ღარ ვჭამ, რად­გან ამ პრე­პა­რატ­მა შე­მიც­ვა­ლა გე­მოვ­ნე­ბა. ასე­ვე მხედ­ვე­ლო­ბის პრობ­ლე­მა გამიჩნდა. მქონ­და -2-მდე და ახლა მაქვს -4-მდე.

გან­გა­შის სიგნალი ჩა­მერ­თო, ხომ არ მქონ­და ანო­რექ­სი­ის ნიშ­ნე­ბი. პირ­ველ ეტაპ­ზე საჭ­მლის და­ნახ­ვა­ზე მქონ­და გუ­ლის რე­ვის შეგ­რძნე­ბა. ზო­გა­დად არაშ­რო­მი­სუ­უ­ნა­რო გამ­ხა­და, მაგ­რამ ვი­ტან­დი, რად­გან სარ­კე­ში რომ ვი­ყუ­რე­ბო­დი, მომ­წონ­და ჩემი თავი გამ­ხდა­რი.

ლო­ყე­ბი ჩა­მი­ვარ­და, ინექ­ცი­ის მე­ში­ნია და სა­ხე­ზე ინექ­ცი­ებს ვერ ვი­კე­თებ­დი და ბო­ლოს გარ­და­უ­ვა­ლი იყო. ამ დროს არა­ჯან­სა­ღი ადა­მი­ა­ნის ვი­ზუ­ა­ლი გაქვს. სრუ­ლი­ად უცხო ხალ­ხი მი­რე­კავ­და, არ ჩერ­დე­ბო­და ტე­ლე­ფო­ნი, მე­კი­თხე­ბოდ­ნენ რა მო­გი­ვი­დაო, ყვე­ლას ემ­პა­თი­ის გრძნო­ბა გა­უჩ­ნდა ჩემს მი­მართ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, რომ ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა მქონ­და და ამ დროს ჩემი ნე­ბით ვიკ­ლებ­დი.

ცხოვ­რე­ბა­ში არა­სო­დეს მქო­ნია მენ­ტა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, არ ვი­ცო­დი რა იყო შფოთ­ვა და ახლა და­მე­წყო. ყვე­ლას ვთხოვ, რომ ექი­მის გა­რე­შე არ გა­ე­კა­როთ ამ პრე­პა­რატს", - თქვასოფო ჯაფარიძემ.

ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×