რეზონანსი
12.05.2023

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე" საკუთარ გულშემატკივრებს გამოეხმაურა და საკუთარი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გაუზიარა.

ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი წერს, რომ ბოლო სამი წე­ლია იდაყ­ვის ტრავ­მა აწუ­ხებს და კორტზე გას­ვლა აუ­ტა­ნე­ლი ტკი­ვი­ლით უწევს ხოლ­მე.

„დიდი დრო გა­ვი­და, ამი­ტომ, მსურს, მცი­რე სი­ახ­ლე გა­ვუ­ზი­ა­რო ჩემს გულ­შე­მატ­კი­ვარს და ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბი ღე­ლა­ვენ ჩემს გამო. ბოლო 3-4 წე­ლი­წა­დია ცხოვ­რე­ბა­ში ურ­თუ­ლე­სი პე­რი­ო­დი მქონ­და, რო­გორც პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში, ასე­ვე კა­რი­ე­რა­ში.

ბოლო სამი წე­ლია ვებ­რძვი იდაყ­ვის ტრავ­მას. თა­მა­ში ჩემი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მხო­ლოდ 50%-ის ფარ­გლებ­ში შე­მიძ­ლია, ყო­ველ კვი­რა ვსვამ ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩებ­ლებს და ვცდი­ლობ, გა­მო­სა­ვა­ლი ვი­პო­ვო.

ყო­ველ ჯერ­ზე აუ­ტა­ნე­ლი ტკი­ვი­ლით მი­წევ­და კორტზე გას­ვლა, რაც ენერ­გი­ას მაც­ლი­და, მა­კარ­გვი­ნებ­და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბას. მე მა­ინც არ ვამ­ბობ უარს, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ და მჯე­რა, გა­მო­სა­ვალს ვი­პო­ვი. მად­ლო­ბა მხარ­და­ჭე­რის­თვის", - წერს ბა­სი­ლაშ­ვი­ლი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×