რეზონანსი
12.05.2023

გუშინ გვიან ღამით, ზესტაფონთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სოფელ მუსხში მცხოვრები 25 წლის ზვიო მაისურაძე ემსხვერპლა.

როგორც სოფელში მერის წარმომადგენელი, ემზარ ოქრომელიძე ამბობს, ახალგაზრდა კაცი, ავარიის დროს მანქანაში მარტო იმყოფებოდა.

ახალგაზრდა მუსხში უკვე გადაასვენეს. ირკვევა, რომ ზვიო მაისურაძეს დედა რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა.

სოციალური ქსელის მეშვეობით 25 წლის ბიჭს ახლობლები ემშვიდობებიან.

„ანდრიობა უნდა მომელოცა თქვენთვის, მაგრამ.. დიდი უბედურება დატრიალდა სოფელში, ავტოკატასტროფაში ჩემი უახლოესი ადამიანი, ჩემი სისხლი და ხორცი გარდაიცვალა. არ მეგონა ოდესმე ასეთ პოსტს კიდევ თუ დავდებდი, ძალიან მტკივა შენი ნაადრევად წასვლა, ჩემო ზვიო.

არ მჯერა, არც ის მინდა, რომ დავიჯერო ის საშინელება, რაც ახლა შენ თავს ხდება, აზრებს თავს ვერ ვუყრი, მეტირება, არ ვიცი როგორ გადმოვცე ის ტკივილი, რასაც ახლა განვიცდი, არ მეგონა, თუ ოდესმე მოვესწრებოდი ამ დღეს, ღმერთმა ნათელში გამყოფოს ჩემო უსაყვარლსო ადამიანო.

ღმერთს ვთხოვ ცათა სასუფეველი დაგიმკვიდროს.

ჩაეხუტე შენ ლამაზ დედიკოს იმ ქვეყნად. უფალს ვთხოვ, შენი წასვლით გამოწვეული ტკივილი ოდნავ მაინც შეუმსუბუქოს შენ უბედურ მამას, ძმას და დებს. ზვიო, უფალს ებარებოდე, ნათელში გამყოფოს. ძალიან მენანები მიწისთვის, ისევ შევხვდებით", - ვკითხულობთ სოფლის ფეისბუქ გვერდის პოსტში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×