რეზონანსი
13.05.2023

გუ­შინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მო­ქა­ლა­ქემ პოს­ტი გა­ავ­რცე­ლა ხან­ში შე­სულ მა­მა­კაც­ზე, რო­მელ­საც აფ­თი­აქ­ში შეხ­ვდა. რო­გორც ნინო კვა­ჭან­ტი­რა­ძე წერ­და, მა­მა­კა­ცი აფ­თი­აქ­ში წამ­ლის შე­სა­ძე­ნად იყო შე­სუ­ლი.

„აფ­თი­აქ­ში, ვიდ­რე კონ­სულ­ტან­ტი ჩემს წამ­ლებს აგ­რო­ვებ­და, გვერ­დით ფან­ჯა­რას­თან მა­მა­კა­ცი მო­ვი­და, ქუდი მო­ი­ხა­და და რა­ღაც წა­მა­ლი ითხო­ვა 5 ფირ­ფი­ტა.- სულ ხუთი გვაქვს, ახ­ლა­ვე მო­გარ­თმევ­თო, უთხრა კონ­სულ­ტან­ტმა. -აა, თუ ხუთი გაქვთ, მა­შინ სამი მო­მე­ცით, იქ­ნებ დღეს სხვა­საც დას­ჭირ­დეს, მე მერე შე­ვი­ძენ...უცებ გული ამო­მი­დუღ­და, გავ­თბი, რო­გორ ვიგ­რძე­ნი რომ მარ­ტო არა ვარ... ერთი, რაც მო­ვა­ხერ­ხე, ტე­ლე­ფო­ნი გა­ვა­ჩხა­კუ­ნე" - წერ­და ნინო კვა­ჭან­ტი­რა­ძე.

მის პოსტს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უამ­რა­ვი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, სა­დაც ხან­ში შე­სუ­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მართ თბილ კო­მენ­ტა­რებს არ იშუ­რებ­დნენ. რო­გორც გა­ირ­კვა პირი, რო­მელ­მაც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის გული მო­ი­გო, ფი­ზი­კო­სი, პრო­ფე­სო­რი, კომ­პა­ნია MBC -ს თა­ნამ­შრო­მე­ლი ალექ­სან­დრე ჯავ­რიშ­ვი­ლია.

„დღე­ვან­დე­ლი დღე ასე დას­რულ­და, პოს­ტი, რო­მე­ლიც ჩემს კე­დელ­ზე დავ­დე, ყვე­ლა ჩემი პოს­ტის რე­კორ­დი მოხ­სნა - ასო­ბით გა­ზი­ა­რე­ბა და კო­მენ­ტა­რი ჰქონ­და და ეე­ე­ერ­თიც არ იყო გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, წერ­დნენ, ლო­ცავ­დნენ ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც აფ­თი­აქ­ში 5 კო­ლო­ფი კლო­ფა­ზო­ლი­ნი ითხო­ვა. რა­კი­ღა აფ­თი­აქს ზუს­ტად 5 კო­ლო­ფი აღ­მო­აჩ­ნდა, სამი წა­ი­ღო და ორი და­ტო­ვა- იქ­ნებ დღეს სხვა­საც დას­ჭირ­დეს, ვი­საც ჩემ­სა­ვით სხვა წა­მა­ლი არ შვე­ლი­სო.

ეს ბა­ტო­ნი ფი­ზი­კო­სი, პრო­ფე­სო­რი, კომ­პა­ნია MBC -ს თა­ნამ­შრო­მე­ლი ალექ­სან­დრე ჯავ­რიშ­ვი­ლი აღ­მოჩ­ნდა. ბა­ტო­ნო ალექ­სან­დრე, „სიყ­ვა­რუ­ლი ვერ­ტი­კა­ლუ­რია და თან ბრუნ­ვა­დი," „ადა­მი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის­თვის დღეა" ჰოდა, დღეს თქვენ ბედ­ნი­ე­რე­ბით ამავ­სეთ და ჩემ­თან ერ­თად ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი. მე მი­ხა­რია იმ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბა, სა­დაც ალექ­სან­დრე ჯავ­რიშ­ვი­ლე­ბი ცხოვ­რო­ბენ, ბა­ტო­ნო ალექ­სან­დრე!

თქვენ დღე­ვან­დე­ლი დღის კი არა, თქვე­ნი მა­გა­ლი­თით ჩვე­ნი ყო­ფის გმი­რი ხართ, მე ამ ამ­ბავს ისევ ბევ­რჯერ მოვ­ყვე­ბი, რომ გა­ი­გონ, რო­გორ უნდა იფიქ­რო სხვებ­ზეც, რომ მთა­ვა­რია ჩვენ და არა მე, რომ ჩვენ მარ­ტო­ე­ბი არა ვართ ამ სამ­ყა­რო­ში და გზე­ბი ერ­თმა­ნე­თით უნდა გა­ვიგ­ნოთ, რომ სი­კე­თე და სიყ­ვა­რუ­ლი გვა­ერ­თი­ა­ნებს... მად­ლო­ბა ამ პა­ტა­რა დი­ი­ი­ი­დი მა­გა­ლი­თის­თვის!

პ.ს. რო­გორც ახლა შე­ვი­ტყვე, ბა­ტო­ნი ალექ­სან­დრე კომ­პა­ნია MBC - ს პრო­ექ­ტე­ბის მე­ნე­ჯე­რია და ამ­ჯე­რად უსი­ნათ­ლო­ე­ბის პრო­ექ­ტზე მუ­შა­ობს!" - წერს ნინო კვა­ჭან­ტი­რა­ძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×