რეზონანსი
16.05.2023

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის სამსახურის უფროსი, ბესო დევდარიანი მოულოდნელად გარდაიცვალა. როგორც ირკვევა, გარდაცვალების მიზეზი გულის პრობლემა გახდა. ამის შესახებ ოჯახის ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ.

სამძიმრის ტექსტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც ავრცელებს:

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი მეგობრის და კოლეგის, დიპლომატიური პროტოკოლის სამსახურის უფროსის, ბესო დევდარიანის მოულოდნელი გარდაცვალების გამო. თანავუგრძნობთ მისი ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და თითოეულ მის კოლეგას ამ უდიდეს დანაკარგს.

ბესო დევდარიანის სახით, დიპლომატიურმა სამსახურმა უმაღლესი რანგის პროფესიონალი დაკარგა.

კოლეგებისთვის ის ყოველთვის დარჩება ერთგულ მეგობრად, საქმისადმი თავდადებისა და მაღალი პასუხისმგებლობის სიმბოლოდ", - წერია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×