რეზონანსი
17.05.2023

კვარიათში მოქალაქემ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. შემთხვევა დღეს დილით, პლაჟზე არსებულ კვების ობიექტში მოხდა. კაფე-ბარის მეპატრონემ პროტესტის ამ ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც ადგილზე ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები ობიექტის დემონტაჟისთვის მივიდნენ.

"ტორნადოს" მფლობელი სოციალურ ქსელში პირდაპირ ტრანსლაციის მეშვეობით, დახმარებას ითხოვდა. სურს ორ თვიანი ვადა, რათა შენობა თავად დაშალოს.

"ყველას გთხოვთ მიაწვდინოთ ხმა და შეაჩეროთ ეს უსამართლობა. არჩილ ჩიქოვანის და აჩიკო კონცელიძის უკანონო ქმედება შეაჩეროთ. "ტორნადოს" დანგრევა უკანონოდ იწყება. ვითხოვ ორთვიან პერიოდს, ჩემი სახსრებით და საშუალებით დაშლაზე", - აცხადებს მოქალაქე სოციალურ ქსელში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×