რეზონანსი
31.05.2023

გა­ე­როს მსოფ­ლიო მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ბოლო ხუ­თწ­ლი­ა­ნი პროგ­ნო­ზი, რო­მე­ლიც ამ ცოტა ხნის წინ გა­მოქ­ვეყ­ნდა, წი­ნა­ზე უფრო პე­სი­მის­ტუ­რი გა­მო­ვი­და. 98%-იანი ალ­ბა­თო­ბით, ის გვპირ­დე­ბა, რომ 2023-2027 წლებ­ში სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რა გა­სუ­ლი ხუთი წლის მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე მკვეთ­რად მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა და 2016 წლის რე­კორ­დი - რე­კორ­დუ­ლად ყვე­ლა­ზე ცხე­ლი წელი - მო­იხ­სნე­ბა.

Skynews-ი ვრცელ სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებს ამ თე­მა­ზე და აღ­ნიშ­ნავს, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა ამ­ჟა­მად ეს­პა­ნეთ­ში იგ­რძნო­ბა, სა­დაც უახ­ლო­ეს კვი­რებ­ში შე­საძ­ლოა 40 გრა­დუ­სიც კი და­ფიქ­სირ­დეს, ამ შემ­თხვე­ვა­ში კი 2011 წლის რე­კორ­დი - 37.4 გრა­დუ­სი მო­იხ­სნე­ბა.

ისე­თი სა­ნა­პი­რო ზო­ნე­ბი, რო­გო­რიც არის, მა­გა­ლი­თად, გიბ­რალ­ტა­რი, ნორ­მა­ზე 10 გრა­დუ­სით თბი­ლი იქ­ნე­ბა.

Euronews travel-ი წერს, რომ უჩ­ვე­უ­ლოდ თბი­ლი იყო ევ­რო­პა­ში ზამ­თა­რიც. მა­გა­ლი­თად, ბილ­ბა­ო­ში იან­ვარ­ში 29 გრა­დუ­სიც კი და­ფიქ­სირ­და.

ახალ წელს რე­კორ­დუ­ლად მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რით შეხ­ვდნენ ჩე­ხე­თი, და­ნია, გერ­მა­ნია, ლატ­ვია, ლიტ­ვა, პო­ლო­ნე­თი, ნი­დერ­ლან­დე­ბი, ეს­პა­ნე­თი და შვე­ი­ცა­რია.

რო­გორც 2022 წელს, ეს ზამ­თა­რიც მცი­რე თოვ­ლი­ა­ნი და მშრა­ლი აღ­მოჩ­ნდა. არც მა­შინ და არც ამ­ჯე­რად წვი­მა თით­ქმის არ იყო. ალ­პებ­ში თოვ­ლი ის­ტო­რი­ულ ნორ­მებს ჩა­მოც­და, რაც აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­იწ­ვევს გვალ­ვას.

"ასე­თი პროგ­ნო­ზი აქამ­დე არას­დროს მი­ნა­ხავს. არა­სო­დეს“, - და­წე­რა NASA-ს კლი­მა­ტო­ლოგ­მა რა­ი­ან სტა­უ­ფერ­მა და დას­ძი­ნა, რომ კლი­მა­ტის შე­დე­გე­ბის იგ­ნი­რი­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

კო­პერ­ნი­კის კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის მეც­ნი­ე­რე­ბი ხე­და­ვენ 60%-ზე მეტ ალ­ბა­თო­ბას, რომ ტემ­პე­რა­ტუ­რა ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლეთ ამე­რი­კა­ში, ეს­პა­ნეთ­ში, საფ­რან­გეთ­სა და იტა­ლი­ა­ში სა­შუ­ა­ლო­ზე მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა ივ­ნი­სი­დან აგ­ვის­ტომ­დე.

მეც­ნი­ე­რე­ბი დიდი ხა­ნია აფრ­თხი­ლებ­დნენ, რომ პლა­ნე­ტის დათ­ბო­ბა არ­ღვევს კლი­მა­ტის ბა­ლანსს და იწ­ვევს ამინ­დის "რყე­ვებს" - წყალ­დი­დო­ბა, ქა­რიშ­ხა­ლი და ყინ­ვე­ბი სულ უფრო ხში­რია ზამ­თარ­ში, ხოლო ზა­ფხულ­ში გვალ­ვა და სი­ცხე.

ტემ­პე­რა­ტუ­რის გა­მუდ­მე­ბუ­ლი ცვა­ლე­ბა­დო­ბის გამო, 2100 წლის­თვის დე­და­მი­წის ნა­ხე­ვარ­ზე მეტი მშრა­ლი იქ­ნე­ბა. ამის შე­სა­ხებ დას­კვნა ვირ­ჯი­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლე­ვა­რებ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნეს.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×