
გერმანიაში დაკარგული ქართველი ემიგრანტი ქალები იპოვეს. სასიხარულო ინფორმაციას "ემიგრანტების არხის" დამფუძნებელი, შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
"გერმანიაში დაკარგული ემიგრანტები, უფლისა და ჩვენი კეთილი ხალხის წყალობით, ჩვენი უკეთილშობილესი ემიგრანტი გოგოები მაკა ნაყოფიას და ჯენიტა ქარდავას ადგილსამყოფელი ვიპოვეთ. ისინი დაკავებული ყავთ უსაბუთობის და ვადაგადაცილების გამო. მალე დაუბრუნდება ორივე ემიგრანტი ოჯახს, ჯანმრთელები და საღსალამათები. ოჯახი მადლობას უხდის "შოთო სიხარულიძის ემიგრანტების არხს" გაწეული დახმარებისთვის. ემიგრანტის შვილი, ნინო კორსანტია.
ცოცხლები არიან, გილოცავთ სრულიად საემიგრანტოს!!! იპოვეს დამატებით დეტალებს "ემიგრანტების არხი" 7 ივნისს მოგაწვდით" - წერს შოთო სიხარულიძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე