
„ნიკო კვარაცხელიას სახელობის „გემი-ბიბლიოთეკა" შეიქმნება", - ამის შესახებ ინფორმაცია მწერალმა -, გიორგი კეკელიძემ გაავრცელა.
„მრავალმხრივი მოლაპარაკება დასრულდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისგან თანხმობა მივიღეთ.ეს იქნება სოფელ განმუხურში მდგარი გემი-ბიბლიოთეკა, სადაც სპეციალური სამკითხველოები მოეწყობა და არის განზრახვა, რომ გემბანზე სამომავლოდ საზაფხულო ლიტერატურული კაფეც გაჩნდეს.
გარდა ნიკო კვარაცხელიას სახელისა, რომელიც ნაადრევად გამოვასალმეთ სიცოცხლეს და რომლის სახელიც განათლებულ მომავალთან კავშირს გულისხმობს, ეს ჩვენი აფხაზი თანამოქალაქეებისთვის ერთგვარი შეხსენება იქნება იმისა, რომ ერთმანეთთან მიმავალი გზა სწორედ ცოდნისაა. პროექტს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა და მთავარი მხარდამჭერი ნიკო კვარაცხელიას სახელობის ფონდი ეყოლება", - წერს გიორგი კეკელიძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე