
რესტორან "რეტროს" მზარეული, გია აგირბა მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
"მეგობრებო!!!
"რეტროში" მომხდარ ინციდენტთან მე "გია აგირბას"არანაირი კავშირი არ მაქვს.
გთხოვთ, თავი შეიკავოთ ჩემი ლანძღვისგან.
მე ვარ მზარეული და პირნათლად ვასრულებ ჩემს მოვალეობას, რაც მე მევალება - ხაჭაპურის გამოცხობა და ხარისხი.
რაც მოხდა, ძალიან სამწუხაროა. ყველაფერი გაირკვევა.
მე ადგილზე არ ვიმყიფებოდი, თორემ ნამდვილად არ დავუშვებდი მსგავს შემთხვევას", - წერს აგირბა.
ცნობისთვის, "რეტროს" ყოფილმა თანამშრომელმა მფლობელის მიერ ერთ-ერთ ოფიციანტზე ძალადობის კადრები გაავრცელა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, დაკავებულია მეპატრონე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე