
ფეისბუკ ჯგუფი „ლეღვა" სოციალურ ქსელში ქობულეთში 24 წლის ბიჭის ტრაგიკულად დაღუპვას ეხმაურება და ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
როგორც ამავე ინფორმაციიდან ირკვევა, ბიჭი დედისერთა იყო.
„ღიმილის ბიჭები მიდიან, მიდიან... ოჯახმა ერთადერთი ბიჭი დაკარგა, სამყარომ კი რიგითი ჯარისკაცი...ასე ჩაემწკრივებიან-ხოლმე და გვტოვებენ! მზიანი დილა ლეღვაში ყველაზე სევდიანი და უფერული იყო...
ვერასდროს გახდება ისეთი ხალისიანი, როგორც აქამდე...
სოფელმა ბექა დაკარგა, ბექა ირემაძე...
24 წლის ბიჭი ავტოკატასტროფაში დაიღუპა, სამწუხაროა - ეს მოურჩენელი ტრაგედიაა, რომელმაც ყველა გააშეშა და დაადუმა! ახლა სიტყვები უბრალოდ ზედმეტია!
ვინ იფიქრებდა ყველაზე მოღიმარი და ხალისიანი ბიჭი დღეს აღარ გვეყოლებოდა
ასე უცებ, ასე უმალ - ბექამ დაგვტოვა, ძალიან ადრე დაგვტოვა...ვწუხთ... თანაგიგრძნობთ მთელ სოფელს, და რა თქმა უნდა, ოჯახს",- ნათქვამია ინფორმაციაში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე