რეზონანსი
09.06.2023

ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა ბიჭი დაიღუპა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. გარდაცვლილი ჭიჭე დევნოზაშვილია. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ახალგაზრდას მეგობრები და ახლობლები ემშვიდობებიან:

„ძმა კაცო" ნეტავ იცოდე გული როგორ გამიყინე შენი წასვლით. დაუჯერებელია ეს ყველაფერი, ჩემო ჭიჭე!

კეთილი და ყველაზე ჯიგარი რომ იყავი, ამაზე საუბარი აღარავის აქვს. კიდევ ძალიან ბევრი წელი მინდოდა გაგრძელებულიყო ჩვენი ჯიგრული მეგობრობა, ჩემო მრჩეველო და ყველანაირად გვერდში მდგომო. მენანები ცივი მიწისთვის და სხვა სამყაროსთვის, შენი პოზიტივით სავსე ხმა მომენატრება ძვირფასო, სიცოცხლით სავსე ადამიანო, შენ აქ ხარ, ჩემს გულში!

შვილების სიყვარულით გაგიჟებული მამა იყავი! სიცოცხლეს იმსახურებდი!!!!

ღმერთმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი

მომენატრები, მიყვარხარ ძმაო და ყოველთვის ასე იქნება".

„ჩემო ძმაო, რა ვთქვა არვიცი. ახლა ვნახე შენი ეს ყველაფერი, მუდამ გულში იქნები, ნათელი და სანთელი შენს ლამაზ სულს ძმაო,მშვიდობით ძმაო შევხვდებით იმქვეყნათ".

წყარო: მეტრონომი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×