
„გარდენიას" მფლობელი, მებაღე, ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში დანაგვიანებული ბუნების ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ ქვეყანა ნაგვით გავავსეთ.
„პირველად ვდგავარ კამერის წინ სირცხვილის განცდით.
რა დავმართეთ ჩვენს პატარა მოგვირისტებულ ქვეყანას, როგორ გავავსეთ ნაგვით და როგორ ვერ ვუვლით.
ვფიქრობ ამაზე ლაპარაკიც სირცხვილია, ჩვენი დაყრილია და ჩვენვე უნდა დავალაგოთ!
მადლობა თითოეულს, ვინც ცდილობს გამოიჩინოს ინიციატივა შეკრიბოს მოხალისეები, ზრუნავს ცნობიერების ამაღლებაზე და ამ სამარცხვინო საქმის მოგვარებაზე.
ხვალ კომპანია Gulf Georgia დიდი დალაგების აქციას იწყებს ნორიოში . ჩემი დიდი მხარდაჭერა და სრული ერთგულება თქვენ", - წერს შევარდნაძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე