
ცოტა ხნის წინ საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი, 44 წლის მაკა კაკაბაძე გარდაცვლილი იპოვეს.
„ემიგრანტების იმედი", შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში ფოტოს ავრცელებს და წერს, რომ ემიგრანტის ცხედარი სამშობლოში ჩამოასვენეს.
„გლოვობს ჩემი სამტრედია, ჩამოასვენეს 44 წლის მაკა კაკაბაძე... ცოცხალი მაინც ჩამოსულიყავი შენს სამტრედიაში, შენს ოჯახში მაკუნა, როგორ დავიჯეროთ შენი არ ყოფნა, როგორ გიხაროდა საქართველოში ჩამოსვლა და როგორი ჩამოხვედი.
მოიხსენიეთ ახლად შესვენებული, მაკა კაკაბაძე კიდევ ერთი ახალგაზრდა ემიგრანტის თვალებში ჩამქრალი სიცოცხლე.
გასწიეთ სევდა, მე გული მაქვს სიცოცხლე მინდა... თითოეული გარდაცვლილი ემიგრანტი ჩვენი საერთო ტკივილია... ნათელი დაუმკვიდროს უფალმა...
საქართველომ კიდევ ერთი ემიგრანტი შვილი დაკარგა. ამდენ წლიანი ემიგრაციიდან ასე უნდა ჩასულიყავი მშობლიურ სამტრედიაში? შენ ხომ ამბობდი მე ძლიერი ვარო, მაგრამ მაინც ვერ გაუძლო ამ მონატრებას შენმა პატარა, მაგრამ საოცრად დიდმა და კეთილმა გულმა.
ვინც გიცნობდა ყველას გული ჩასწყვიტე, ცხარე ცრემლებით დაგტირიან ათენის ემიგრანტები. ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენ აღარ ხარ ჩვენს გვერდით, რა იყო ეს ბედისწერა? ყველაზე ზრუნავდი და ყველას მშველელი იყავი, მუხანათი სიკვდილის მოახლოება იქნებ ამიტომაც ვერ გაიგე?! ცრემლით და დიდი ტკივილით, უზომოდ მოგვენატრება შენი გულიანი კისკისი და ტკბილი საუბარი.
კეთილი და სამართლიანი იყავი და ეჭვი არასდროს შეგვეპარება, რომ ამ სოფლიდან ყველა შემოგაშველებს ლოცვას, ვისთვისაც შენი ამაგი უანგაროდ დაგიხარჯავს. ლამაზი და მშვენიერი წაგიყვანა, სადაც მართალნი განისვენებენ, ცათა სასუფეველში გადაინაცვლა შენმა ლამაზმა სულმა. არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი.
"შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული. შენ ჩვენს გულებში სამუდამო ტკივილად დარჩები, მოგონებად გადაქცეული. ვინც გიცნობდა ყველას ემახსოვრები ისეთი, როგორიც იყავი უწინ - ლაღი, სიცოცხლის მოყვარული, თბილი გულკეთილი, შეუდარებელი და საამაყო, ემახსოვრებათ შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო.
მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მონატრებული საქართველოს მიწა.
უფალო აკმარე საქართველოს ამდენი ემიგრანტის უბედურება... მარადიული ხსოვნა ყველა გარდაცვლილს ქართველ ემიგრანტს... საქართველოს ენით აღუწერელი ტკივილი ემიგრანტებია... "ახლაც ის დროა, როცა ქართველი გულით ნატრობდა სად მომკვდარიყო, ქართული მიწის ეგრძნო სურნელი... ბალახი მაინც რომ გამხდარიყო",- წერს შოთო სიხარულიძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე