რეზონანსი
20.06.2023

ბოლო დღეებში გახ­ში­რე­ბულ­მა წვი­მებ­მა და ტემ­პე­რა­ტუ­რის და­ცე­მამ ბევ­რი შე­ა­წუ­ხა. გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როსმა სვეტ­ლა­ნა ნი­ო­რა­ძემ "ამბებთან" ვრცელი პროგნოზი გააკეთა:

"ზა­ფხუ­ლის ამინ­დე­ბი ჯერ არ და­ი­წყე­ბა... 23 ივ­ნი­სამ­დე მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არამ­დგრა­დი ამინ­დე­ბი შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა, თუმ­ცა ნა­ლე­ქის ინ­ტენ­სი­ვო­ბა იკ­ლებს. 24 ივ­ნი­სი­დან ნელ-ნელა გა­მო­ი­და­რებს, 25 და 26 ივ­ნისს ჩვენ უმე­ტე­სად უნა­ლე­ქო ამინდს ვე­ლო­დე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში. აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში კვლავ მცი­რე ნა­ლე­ქის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

27 ივ­ნი­სამ­დე კარ­გი ამინ­დი გვექ­ნე­ბა, 27 ივ­ნი­სის დღის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან 28-29 ივ­ნისს კვლავ ვე­ლო­დე­ბით ამინ­დის პი­რო­ბე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბას, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს უმე­ტეს რა­ი­ონ­ში, ხოლო აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ზო­გი­ერთ რა­ი­ონ­შიც.

ივ­ნი­სი, ისე­ვე რო­გორც მა­ი­სი აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ნა­ლე­ქე­ბის და სე­ტყვი­ა­ნო­ბის მაქ­სი­მუ­მით ხა­სი­ათ­დე­ბა. ანუ ის რაც ახლა ხდე­ბა, არა­ფე­რი უჩ­ვე­უ­ლო არ არის. კი ბა­ტო­ნო გვქო­ნია ნაკ­ლე­ბად ნა­ლე­ქი­ა­ნი ივ­ნი­სი, უფრო მე­ტად ნა­ლე­ქი­ა­ნიც, მაგ­რამ ახლა ისე მოხ­და, რომ ნა­ლე­ქე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ნორ­მა­ზე მეტი გვაქვს.

შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ივ­ლის­შიც გვექ­ნე­ბა ნა­ლე­ქი­ა­ნი პე­რი­ო­დე­ბი... თუმ­ცა მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რებს, უნა­ლე­ქო დღე­ებ­საც უნდა ვე­ლო­დოთ", - განაცხადა ნიორაძემ.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×