
რამდენიმე საათის წინ მცხეთასთან მოხმდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი - დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, კედელს შეეჯახა, რის შემდეგაც მანქანა აფეთქდა.
დაღუპული 20 წლის თიკო მურჯიკნელია. სოციალურ ქსელში ინფორმაციას თიკოს ახლობელი ნინი გიორგაძე აქვეყნებს:
"დღეს კიდევ 20 წლის ახალგაზრდა სიცოცხლითსავსე გოგო შეეწირა ავტოკატასტროფას. გუშინ მესაუბრებოდა სიცოცხლით სავსე, დღეს არ არის. აი, რა დონის უსამართლოა სამყარო ასე როგორ გაიმეტე უფალო, რომ დედამ ცხედარი რომ ვერ დაიტიროს.
ავარია ავარიაა, მაგრამ ასეთი სისასტიკე არაფერი მსმენია. ცეცხლში რომ დაიწვა ასეთი სიცოცხლით სავსე გოგო. თინი, ნათელში იყავი ანგელოზო თურმე სამ დღეში იუბილარი იყავი და ახლა ყველა ტირის შენს სახელს პატარავ. ვუსამძიმრებ ოჯახს მწუხარებას სიტყვები უძლურია ეს დიდი ტრაგედიაა. ნუ გადააჭარბებთ სიჩქარეს, იარეთ ნელა, სიფრთხილე ყველაზე დიდი გამოსავალია გავუფრთხილდეთ ერთმანეთს" - წერს გოგონას ახლობელი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე