
მომღერალმა ნინი შერმადინმა საკუთარი ფეისბუკ გვერდი გააუქმა, რაც მისი განმარტებით, მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებაზე გამოწვეულმა არასწორმა ინტერპრეტაციებმა განაპირობა.
„ამხელა ნეგატივის, ინტრიგების და ბოროტების აღარც დანახვა შემიძლია, არც მოსმენა და არც მსხვერპლის შეწირვა საკუთარი თავის.
სამწუხაროდ, ფბ-ზე ჩემი მოღვაწეობა დღეს დამთავრდა.
ფაქტია ვერც ენას ვაჩერებ, ვერც ხელებს როცა რამეს არ ვეთანხმები და ჩემ ნათქვამს მერე მრავალ ინტერპრეტაციას აძლევთ, ამიტომ აღარც ნერვებს ავიშლი და არც რა.
მეგობრებო, კონტაქტის მსურველებმა მომწერეთ ინსტაგრამზე ან მესინჯერში. აბა, წარმატებები და კარგი გამძლეობა თქვენ“, – დაწერა ნინი შერმადინმა.
ამ დროისთვის, მომღერლის პროფილი ფეისბუკის საძიებო სისტემაში აღარ იძებნება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე