რეზონანსი
29.06.2023

„რუსეთი იყენებს ნაცრისფერ ზონებს შეტევის განსახორციელებლად. ამიტომ ჩვენ სათანადოდ უნდა ვუპასუხოთ უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს და ასევე დასავლეთ ბალკანეთს. რა თქმა უნდა, ნებისმიერი პოტენციური მომავალი წევრი ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტებს, ყველა რეფორმა უნდა გაატაროს. ეს გარდაუვალია. უნდა მხარი დავუჭიროთ და ამ მიმართულებით ვიმუშაოთ", - განაცხადა ლატვიის პრემიერმა.

კრიშიანის კარინში მიიჩნევს, რომ დღეს ნატოში უკრაინის დე ფაქტო ინტეგრირება ხდება საბრძოლო სისტემებით, პროცედურებით.

„ომის შემდეგ მე დარწმუნებული ვარ, როდესაც ისინი შემოუერთდებიან ნატოს, უკრაინის არმია ყველაზე გამოცდილი და პროფესიონალური იქნება, რომლებიც აქეთ ჩვენ გვასწავლიან ტაქტიკას. ევროკავშირში გაწევრიანებაც პარალელური სისტემაა. არ არის შემაფერხებელი ფაქტორი, რომ პროცესში წავიდეთ წინ. მშვიდობის დროსაც კი, წლები სჭირდებათ ქვეყნებს წევრობისთვის მოსამზადებლად. მათ სურვილი აქვთ, პროგრესიც არის. თუ კორუფცია იყო სისტემური ომამდე, კორუფცია როგორც ბევრ ქვეყანაში ისევ არსებობს, მაგრამ აღარ არის სისტემის ნაწილი და ხდება გამონაკლისი. ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას", - აღნიშნა კარინშმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×